~23~

37 6 4
                                    

მინ იუნგი თუ ჩესაპიკ რიპერი ერთნაირად კარგავს თავს და გონებას ამ ერთი შეხედვით ცოდვილ სილამაზეზე. გამოუცდელი თეჰიონ კიმი, ბიჭი თავისი უნარებით განსაკუთრებულად იზიდავს მინს. მასში ის არის რასაც არასდროს შეხვედრია, არავისში ამოუკითხავს მსგავის რამე რასაც კიმ თეჰიონში კითხულობს. ბიჭი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებით სავსე, დაუცველი, უმწეო, მაგრამ დიდი ხნის წინად მინის გულში თუ გონებაში დაიდო ბინა. როგორც არ უნდა უარყოს იუნგიმ ეს ყველაფერი მაინც ვერ მოატყუებს საკუთარ თავს და სანამ ბოლომდე გაყიდის საკუთარ გრძნობებს ჯობია შეჩერდეს, სწორედ ამ წამს და ახლავე სანამ უფრო მეტად მისცემს თეჰიონს მიახლოების უფლებას.

იუნგი იმაზე ნაზია ვიდრე საჭიროა.  ერთის მხრივ მისცეს თეჰიონს საჭირო სტაბილურობა და არ დააშინოს იგი, მეორეს მხრივ თავი შეიკავოს და შეამციროს რიპერის მართვის რისკი.

უყურებს როგორ ზის მის კალთაში ბიჭი. როგორ უძლებს ამ უმანკოებას მინი თავადაც უკვირს, მაგრამ არ შეუძლია. აუცილებლად იზავს ამას, ოღონდ ახლა არა, ამ წამს არ შეიძლება.

თეჰიონის ზურგზე ხელი ნელა გადაატარა და ახლოს მიიზიდა ბიჭი. გულში ჩაიკრა. თეჰიონი ამ საქციელს ყველაზე ნაკლებად მოელოდა, მაგრამ მსგავსი სითბოს მიღებისგან გაირინდა და კისერზე ხელები შემოხვია თან იქვე პატარა კოცნები დაუტოვა. იუნგიმ ბიჭის ყელში ჩარგო თავი. გაიყიდა. ბიჭის ბუნებრივმა სურნელმა გაყიდა. ღრმად ისუნთქავს მის სურნელს, იმახსოვრებს გონების იმ ოთახში, სადაც დიდი ოქროსფერი ასოებით არის ამოკაწრული თეჰიონის სახელი.

თვით ჩესაპიკ რიპერიც კი დააყენა მუხლებზე ამ უმანკო არსებამ!

თეჰიონს ცალკე უთბებოდა გული მინის მსგავსი საქციელის გამო. იზიარებს იმ ადამიანის სითბოს, რომელიც უყვარს.
კიმდ უნდა რამე გააკეთოს მისთვის, დაანახოს მისი სიყვარული, მაგრამ ახლა არ შეუძლია და ვინაიდან ამ წამს ასეთი რამე ხდება ცდილობს ბოლომდე გაფანტოს უაზრო ფიქრები და დატკბეს ამ წამით.

 𝙱𝚕𝚘𝚠 𝚞𝚙 / ᵗᵃᵉᵍⁱWhere stories live. Discover now