- დამავიწყდა, რამდენად დამღლელი პროცესი იქნებოდა. - თქვა თეჰიონმა, როდესაც ისინი ბალტიმორში დაბრუნდნენ. იუნგი უყურებდა, როგორ აიღო ბიჭმა ასპირინის აბი და შუბლიდან ოფლი მოიწმინდა.
- მაინტერესებს ახლა სხვანაირად იყო სიტუაცია შენთვის, რომ შეგეძლო დანაშაულის ადგილზე ყოფნა?_ ჰკითხა მან.
- ეს ცოტა უცნაური იყო... საოცრად საინტერესო. ვგრძნობდი ისრის წვერებს კანში შეღწევას, თითქოს ჩემს კან ქვეშ ჩაცურა და ვიგრძენი როგორ ტკბებოდა რიპერი._ თეჰიონმა ხელებს დახედა და შემდეგ უაზროდ გააქნია თავი.
- და ეს შენც მოგეწონა?_ ჰკითხა იუნგიმ.
თეჰიონმა გაღიზიანებულმა შეხედა, მაგრამ მინმა იცოდა, რომ ამ კითხვას ელოდა. ეჭვგარეშეა თეჰიონი ცდილობდა გაერკვია, როგორ გრძნობდა თავს მას შემდეგ, რაც დანაშაულის ადგილი დატოვა.
- მე გავხდი ის,ვიგრძენი მისი სიამოვნება...
- ის რასაც ის გრძნობს არ უნდა ემთხვეოდეს იმას, რასაც შენ გრძნობ.
- აორთქლდა...
იუნგი ეჭვობდა, რომ ეს სიმართლე იყო, მაგრამ ის არ დაეთანხმა. თეჰიონი არ იყო მიჩვეული რიპერთან ასე ახლოს მისვლას და გვამის პირადად დანახვა სრულიად განსხვავებული იყო, ვიდრე უბრალოდ სურათიდან ყურება. თუნდაც ისეთი გრაფიკული ფანტაზიის მქონე ადამიანისთვის, როგორიც თეჰიონია. როცა ყველაფერი ცოტათი დალაგდება ის ალბათ იუნგის სხვა პასუხს გასცემდა.
- ეს ყველაფერი ერთად ძალიან ბევრი იყო შენთვის?_ ჰკითხა მან, ხმაში შეშფოთება ნახევრად მაინც რეალური იყო.
- არ ვიცი თავს საშინლად ვგრძნობ... ამოწურულად და რაღაც ცარიელად,
თითქოს გამოყენებული, მაგრამ ჩესაპიკ რიპერთან დაკავშირება უფრო ადვილი იყო ჩემთვის და უნდა ვაღიარო, რომ ამან დამაინტერესა.როდესაც ისინი სახლში შევიდნენ რამდენიმე წუთის შემდეგ, თეჰიონი ბიბლიოთეკაში გაუჩინარდა. ბიჭი ჯერ კიდევ ადრენალინით იყო სავსე, მოსვენებას მაინც ვერ პოულობდა მომდევნო საათებში. იუნგის მოეწონა ამბიცია, რომელიც თეჰიონს გაუელვა თავში. თავისი პროტეჟისგან განსხვავებით, მან საკუთარ თავს მცირე დასვენების საშუალება მისცა.
YOU ARE READING
𝙱𝚕𝚘𝚠 𝚞𝚙 / ᵗᵃᵉᵍⁱ
Fanfiction,,მოგეხსენება, იროკეზები მტრებს ჭამდნენ, რათა ძალა მომატებოდათ. დამელოდეთ ექიმო მინ, შენი მკვლელობები ჩემი მკვლელობა გახდება. მე გავხდები ახალი ჩესაპიკის რიპერი." Complete ✓ ✍︎ Started: 06.03.2022 ✍︎End: 08.02.2023