38

631 58 39
                                    

"სახლში წასვლა მინდა თემინ. ჰიონებმა მანქანა წაიყვანეს და მე...მე შენთან დალაპარაკება მინდა. გთხოვ. წავიდეთ?"-ჯიმინი ძალაგამოცლილად გამოიყურებოდა. თვალები ჩაწითლებული, სახე კი ფერმკრთალი ჰქონდა. დიდი მიხვედრა არ სჭირდებოდა, რომ რაღაც ძალიან აწუხებდა.

"ყველაფერი კარგადაა?"-თემინმა ნაზად მოკიდა მკლავზე ხელი.

"გთხოვ თემინ."-ჯიმინის ხმის ტონმა თემინს გული ატკინა. რა მოხდა? მან შემთხვევით გაიხედა და დაინახა რომ ჯონგუკი საპირფარეშოდან გამოდიოდა. დაიფიცებდა რომ მათ ორივეს ერთიდაიგივე ტკივილი ქონდათ გამოსახული სახეზე.

ჯიმინი წვეულებიდან ბითიესის საერთო საცხოვრებლამდე მთელი გზა ჩუმად იყო. თემინმა იცოდა რომ რაღაც ძალიან ცუდი მოხდა. იგი ყოველთვის გრძნობდა რომ ჯიმინი რაღაცას მალავდა. იცოდა რომ ეს ჯონგუკს ეხება. მაგრამ იმ ყველაფერმა რომ "ის ჰეტეროა" ყველაფერი უფრო გაართულა. გული შეეკუმშა და გრძნობდა როგორ დააყარა ტაომ მთელ სხეულზე. იმ გამომეტყველებამ რომელიც ჯიმინს ქონდა როდესაც გარეთ გამოვიდნენ, მილიონი სიტყვა თქვა.

იგი ძალიან განადგურებულად და ისე გამოიყურებოდა თითქოს რაღაცას ნანობდა. თემინმა ძალიან კარგად იცოდა რაზეც უნდა ელაპარაკათ უბრალოდ თვითონ არ უნდოდა ამის დაწყება. უნდოდა რომ ჯიმინს ესაუბრა თავის პრობლემებზე.

რამდენიმე წუთში ისინი მივიდნენ და თემინი მას თავის საძინებელში გაყვა.
ჯიმინი საწოლზე დაჯდა და თავი ხელებში მოიქცია.

"ჯიმინ..."-დაიჩურჩულა თემინმა.

იგი არ განძრეულა. მხოლოდ მძიმედ სუნთქავდა.

"ბოდიში თემინ..."-ჩუმად თქვა ჯიმინმა და ცრემლები წამოუვიდა. თემინმა სევდიანად ჩაიცინა.

"ჯონგუკია ხო? კაცი რომელიც გიყვარს."-აკანკალებული ხმით იკითხა მან. ჯიმინმა სწრაფად ახედა მას და სიტყვებს ეძებდა მოსაბოდიშებლად.

STRAIGHTWhere stories live. Discover now