"No, I can't quite describe what's before my eyes
And it's something you can't see that I can't hide
I tried to avoid all these thoughts inside
When you're the only thing that's on my mind"***
რაც უფრო დიდხანსაა ჰარი ჩუმად, უფრო ძლიერად ვგრძნობ, რომ ფილტვები მეკეტება.
ჯანდაბა.
ჯანდაბა ჯანდაბა ჯანდაბა
ვცდილობ, სიმშვიდე შევინარჩუნო, მაგრამ არ გამომდის.
ვიცოდი, რომ არაფერი არ უნდა მეთქვა. სულ მცირე, ჩემი გრძნობები ასე დაწვრილებით არ უნდა ამეღწერა.
ალბათ უბრალოდ უნდა მეთქვა, რომ მშვენიერი სახე აქვს და მისი სახე მომწონს?
და რომ მისი აქცენტის გაგონება ჩემს ყველა ნაწილს აბედნიერებს?
როცა ერთად ვართ იმ დროის მხოლოდ 60% მინდა, ჩახუტებულები ვიყოთ?
ჯანდაბა, ზუსტად ამის მეშინოდა.
შიში კიდევ უფრო მეზრდება, როცა ჰარი ჩემგან იწევა, შემდეგ კი ისე დგება, რომ არც კი მიყურებს.
ნეტავ როგორმე გაუჩინარება შემეძლოს.
ვუყურებ, როგორ ისვამს ხელს თმაზე, ძირს იყურება, შემდეგ კი სახეს ისრესს ხელებით, თითქოს ერთდროულად მილიონ რამეზე ფიქრობს.
ვიცი, რომ ემოციებს კარგად ვერ უმკლავდება, მე კი ერთდროულად ბევრი რამ მივაყარე. უნდა მცოდნოდა, რომ ვერ გაუძლებდა. ან უბრალოდ, ამ პასუხის გაგება არ უნდოდა. თუმცა სიმართლე რომ ვთქვა, ვერასდროს გავიგებ, რა უნდა.
ჰარი წარბშეკრული მიყურებს, შემდეგ კი ამბობს.
„ეს მართლა იგულისხმე?"
დაბნეული ვუყურებ. „ამ...გააჩნია."
„რა გააჩნია?"
თითებზე ვიყურები და ვცდილობ, თავდაჯერებული გამოვჩნდე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არ გამომდის. „მოგეწონა თუ არა, რაც ვთქვი."
„და თუ არ მომეწონა?" მეკითხება ნელა. სუნთქვა მეკვრის.
„მაშინ მოგატყუე და შეგვიძლია ყველაფერი დავივიწყოთ, რაც გითხარი." მხრებს ვიჩეჩ და ვცდილობ, მკერდის ტკივილი დავაიგნორო.
YOU ARE READING
Stall / კაბინა
Fanfiction"სიბნელეში გაცნობილმა უცნობებმა შეიძლება შენი ცხოვრება სინათლეში შეცვალონ." "წინა კართან მივდივარ და მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებს გონებაში, რა შეიძლება იყოს ამ ფირებზე?" ----- "გინდა, ჩემი მედიკამენტი იყო, ები? მეკითხება ღრმა, გამომცდელი და ჩუმი ტო...