რა იმალება მის უკან?

30 5 4
                                    

დედაჩემი მოსამართლეა, გამუდმებით იმის მოსმენა მიწევს თუ როგორ შეიძლება კანონმა დამსაჯოს არასწორი ნაბიჯის გადადგმისას.
ამიტომაც აღარ გვაქვს მე და დედაჩემს კარგი ურთიერთობა, ყოველ ჯერზე როცა ის სახლიდან ბრუნდებოდა მისი წუწუნის ატანა მიწევდა თუ როგორ დაიღალა სამსახურში თუ როგორ ამოუვიდა ყელში თინეიჯერების უაზრო ქცევები რის გამოც სასამართლო პროცესი ხშირად იმართებოდა, ამჯერად ვიღაც 16 წლის იდიოტმა პოლიციის მანქანას მინა ჩაუმტვრია ქვით რომელიც ფურცელში იყო შეხვეული წარწერით "ნაბოზარო ძაღლებო" ახლა კი ამ ერთ უჯრედიანის გამო მე ვისმენ თუ რაოდენ საშინლად მოიქცა ეს პატარა იდიოტი და რომ ასე არ უნდა გავიმეორო რაც არ უნდა ცუდად მომექცნენ. იმდენჯერ მესაუბრა ასეთ რამეზე რომ უკვე აღარც კი ვუსმენ.

ბევრი აღარაფერი მომხდარა დაღლილი ვიყავი ამიტომ წასვლა და ლოგინში დაწოლა ვამჯობინე, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს დედა ჩემზე ეჭვობს რომ მეც ასეთი ვარ, თუმცა ვინ იცის.

სკოლაზე არ ვგიჟდები უბრალოდ მინდა რომ ვისწავლო და ვსწავლობ კიდეც, ვასრულებ დავალებებს და ასე შემდეგ...

მეგობრები? არა ერთადერთი მეგობარი რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობ ახლა არასულწლოვანთა კოლონიაშია თვით მკვლელობის მცდელობის გამო. ხანდახან მის მოსანახულებლად მივდივარ მაგრამ ისე აღარაა როგორც ადრე, ისე აღარ უბრწყინავს თვალები როგორც მაშინ როცა "ფლეისთეიშენზე" ვთამაშობდით, ამითომ იშვიათად ვნახულობ.

ისტორიის გაკვეთილი დაიწყო როდესაც დამრიგებელი შემოდის და უკან ბიჭი მოყვება, არც კი გვესალმება მასწავლებელი როცა პირდაპირ იწყებს ეს თქვენი ახალი კლასელია გაიცანით. მაღალი აღნაგობის იყო ქერა და თქფლისფერ თვალება მაგრამ ისე იდგა თითქოს ვინმეს გამოექცაო, ხელები ჯიბეში ეწყო და სულაც არ ჩანდა ახალი სკოლით ბედნიერი, ისტორიის მასწავლებელი ჯერ კიდევ იდგა და ელოდა როდის დაუბრუნებდა ღიმილს ახალი ბიჭი მაგრამ ბიჭს ეტყობოდა რომ ზედმეტად "პოხუისტი" იყო. წინ ორ ნაბიჯს დგამს და საუბარს იწყებს,

- გამარჯობა! მე ავგუსტი ვარ, ცოტა უცნაურია ის ფაქტი რომ სკოლის დასასრულს გადმოვედი აქ სულ რაღაც 2 თვე დარჩა სკოლის დამთავრებას, მაგრამ რაღაც ცუდი ჩავიდინე და სკოლის გამოცვლა მომიხდა, მე კიდევ არ მინდა დიპლომის გარეშე დავრჩე. იმედია ერთმანეთს კარგად შევეწყობით.

გოგონები უკანა მერხზე ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ თითქოს არავის ესმისო მაგრამ მათ სახის დებილურ გამომეტყველებაზეც კი მიხვდებოდი რამდენად აღფრთიბანებულნი იყვნენ ჩვენი სკოლაში "ცუდი ბიჭის" გადმოსვლით

მე ჩუმად ვიჯექი როგორც ყოველთვის, ჩემი ანეგზითის გამო ფეხს ხშირად ვაკანკალებდი რის გამოც გოგოები წუხდებოდნენ მაგრამ, ჩვენი კლასის გოგოების წუხილი იმდენად მაღელვებდა როგორც დედაჩემის წუწუნი.

ეს ბიჭი თავიდანვე ვითომ გამბედავად იქცევა და ჩემს გვერდით ჯდება ჩანთას დებს როცა ვაპირებ ვუთხრა რომ დაკავებულია ეს ადგილი მაგრამ შემდეგ თავაზიანად მეკითხება:

- შეიძლება აქ დავჯდე?

თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიე, არც კი ვიცი ასე რატომ გავაკეთე, მაგრამ რახან თავაზიანად მკითხა მეც მივეცი უფლება რომ ჩემთან დამჯდარიყო,

ახლა გოგონები უკანა მერხზე უფრო ბედნიერები იყვნენ რადგან მათ წინ დაჯდა ახალი ბიჭი.

ისტორიის მასწავლებელს ეტყობოდა როგორ შეაშრა სახეზე ღიმილი მაგრამ არ იმჩნევდა ამიტომ, გაკვეთილის ახსნა განაგრძო,

-პირველი მსოფლიო ომი 1914 წელს დაიწყო და დასრუ...

მასწავლებელი ისევ აგრძელებს როცა მე ახალ ბიჭს ვეკითხები:

- ასეთი რა გააკეთე რომ სკოლიდან გაგრიცხეს, ავგუსტ?

ავგუსტი ნელ-ნელა ტრიალდება ჩემსკენ და არც კი მიყურებს ისე მიბრუნებს პასუხს,

- მოდი ამაზე მერე ვისაუბროთ კარგი? გაკვეთილს უსმინე.

მინდოდა მეთქვა რა შენი საქმეა მქთი მაგრამ ჯობია ენას კბილი დავაჭირო ამ სიტუაციაში და მერე გავარკვიო.

მაგრამ ინტრიგა მკლავდა რა შეიძლება გაეკეთებინა ასეთი რის გამოც სკოლიდან გამოაგდეს...

არ გავდა ისეთს თითქოს სწავლა ყვარებოდა ან ისეთს თითქოს ვინმეს რამეს დაუშავებდა. ვინ იცის, რა იმალება მის უკან...

კარმაWhere stories live. Discover now