თავი 1
დაღამდა...მე ისევ ჩემს საწოლსი ვარ და უაზრო ფიქრებმა მოიცვა კვლავ ჩემი გონება. დავიღალე, მაგრამ არა ფიზიკურად, არამედ სულიერად დავიღალე.ვწევარ და ვფიქრობ რატომ არ მეღირსა აქამდე ბედნიერება, რატომ ხდება ყოველთვის ცუდი ჩემს ცხოვრებაში? ნუთუ არ ვიმსახურებ ამას? მე ხომ ასე ძალიან ვცდილობ დავძლიო ყოველივე ნეგატიური და წავიდე წინ კარგი მომავლისკენ, უბედური ვარ, ეს მე არ მიფასდება.
რაც თავი მახსოვს სულ სხვისთვის ვცხოვრობ, ჩემს თავზე იშვიათად ვფიქრობ. ყოველთვის იმაზე ვნერვიულობ
სხვა როგორ იგრძნობს თავს, რას გააკეთებს, როგორ დავეხმარები...
ყოველთვის ყველას გვერდში ვუდგავარ, სხვების პრობლემას ჩემად აღვიქვამ, საკუთარი კი მავიწყდება. სწორედ ამის გამო მემართება ასე, ჩემს თავზე რომ ვიფიქრო ალბათ უკეთ ვიქნებოდი.
მაგრამ რას ვიზამთ,ასეთი ვარ.
როგორც უკვე ვახსენე სხვისთვია ვცხოვრობ, სამწუხაროდ დაუნახავი ადამიანებია წრეში მოვხვდი და ჩემი ამდენი მცდელობა და გვერდშიდგომა ყველამ დავიწყა, დამოვიწყეს მეც, თითქოს არც ვარსებობდი.ძალიან მტკივა გული და სულ იმის ნატვრაში ვარ, რომ როდისმე შევხვდები ისეთ ადამიანს(ებს), ვინც გამაბედნიერებს და შემაყვარებს ცხოვრებას.
ვწევარ და ფიქრებში წასული ძილიც დამავიწყდა, დიდი დრო გასულა რაც ასე ვყოფილვარ, დავუბრუნდი ამ სამყაროს და ხვალინდელი დღის იმედით გადავწყვიტე დაძინება.
ხვალ დიდი დღე მელოდება, ლაშქრობაზე მივყვები ჯგუფს, იმედია ცოტას გავიხალისებ, თორემ ჩემი მუდმივი სტრესი ბოლოს მომიღებს...
YOU ARE READING
ბედნიერებისა და უბედურების გასაყარზე
Romanceმოთხრობა, რომელიც ჩემს გრძნობებზეა აგებული და რომელსაც ექნება დასასრული