3

1.7K 46 36
                                    

სიყვარული ბუმერანგიაო ამბობენ...

რასაკვირველია თაიასაც და გაბრიელსაც ბუმერანგივით დაუბრუნდათ უკან თავიანთი თავები, ახლა უკვე მათზეა დამოკიდებული როგორ გამოიყენებენ სამყაროსგან მიცემულ ამ შანსს.

მათზეა დამოკიდებული, ერთმანეთთან სამარადისოდ გადაკვეთენ სიყვარულის გზას თუ სამუდამოდ მტრებად დარჩებიან... ერთი რამ ცხადზე ცხადია! თაიას არ შეუძლია გაბრიელის გარეშე. ის უნდა. ის სჭირდება იმისთვის რომ ერთხელ და სამუდამოდ დააწყნაროს მის თავში არსებული ფიქრები. ლიონს, ალფონსი სჭირდება.. მას ის შურისძიებისთვის სჭირდება, ლიონისთვის სიყვარული გაუფასურდა... მის ტვინში ახლა მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი სიტყვაა გამეფებული, "შურისძიება"!

გაბრიელს კი მხოლოდ თაიას სიყვარულის სჭირდებოდა...
ჰო გაბრიელს უნდოდა თაიასგან სიყვარული თუმცა თაიას მაშინ იმდენად, იმდენად აურიეს გონება რომ გაბრიელის მიმართ მხოლოდ ზიზიღის და შურისძიების წყირვილი შერჩა.

გაბრიელი მხოლოდ სიყვარულს ელოდა საყარელი ქალისგან...

წლების წინ ისინი იღებდნ ერთმანეთისგან ყველაფერს. სიყვარულს, ერთგულებას და სექსსაც კი... მაგრამ ახლა ორივე მზადაა ერთმანეთის გასანადგურებლად! განსაკუთრებით კი თაიას სურს ეს.

საკითხავია, როცა მიზანს მიაღწევენ და ერთმანეთს იარაღს დაუმიზნებენ მაშინ თუ გაიმარჯვებს სიყვარული? იქნებ ეს იყოს ბედის ირონიაც... ვინ იცის...

კლუბისკენ მიმავალი გაბრიელი ამჩნევს, რომ თაია კვლავ უკან მიჰყვება. ამას მამაკაცის ირონიული ღიმილი მოყვება და გაზს უფრო მეტად აჭერს ფეხს, თაიაც იგივეს აკეთებს. ჰო თაიას არ სურს მამაკაცი გაუშვას თავისი კლანჭებიდან ამიტომაც არ აძლევს იგი მოსვენების საშუალებას. გაბრიელმა გადაწყვიტა თაიას ჩამოშორება, უკვე საკმარისი სიძულივი იგრძნო ქალისგან და აღარ უნდოდა მეტი. მანაქანას მთელი სისწრაფით მიაქროლებდა და ცდილობდა ლიონისთვის გზა აერია. მოახერხა კიდეც ეს. თაიას თვალთახედვიდან გაქრა გაბრიელი, თუმცა გოგონა მაინც არ ნებდებოდა. ცდილობდა ეპოვა ნაცნობი მანაქანა და კვლავ უკან გაყოლოდა მას. თუმცა რას იპოვიდა? ეს ხომ თვით გაბრიელ ალფონსი იყო, რომელსაც იდეალურად გამოსდიოდა დამალვა.

გამარჯვებაWhere stories live. Discover now