პატარა ლისა იხსენებს თუ როგორი ბავშვობა ჰქონდა მას....
ის ჩემს წინ იჯდა და ცოტა უჭირდა ამ თემის უემოციოდ მოყოლა მაგრამ მე ინტერესით შევცქეროდი და თან კეც-კეცად მაწვებოდა ცრემლები მისი ამბის მოსმენაზე.
ლისა ყვება, რომ ახსოვს ღრმა ბავშვობაში როგორ აწია მამამ დედაზე ხელი.,კარებში სულ ხოხვა-ხოხვით გაათრია და ამავე დროს თმაზე ხელი ჰქონდა მაგრად მოჭერილი. მარიტას (დედას) სულ თქრიალით სცვიოდა ცრემლები და ხმასაც ვერ იღებდა, ვერავინ იგებდა რატომ სცემდა გოგა (მამა) მარიტას მაგრამ გოგასი ყველას ეშინოდა და ვერავინ ზედმეტ სიტყვას ვერ უბედავდა შესაბამისად ვერც ბედავდნენ იმის კითხვას თუ რატომ ექცეოდა ის მის ცოლს ასე სასტიკად.
გავიდა 3 წელი ამასობაში ლისა გახდა 7 წლის, ლისას დედამ გადაწყვიტა ბავშვისთვის ხელი მოეკიდებინა და თავის მშობლებთან წასულიყო რადგან უკვე აღარ შეეძლო ამ ყველაფრის ატანა და არამარტო დედას, შვილსაც ასეთივე შეგრძნება ჰქონდა. წარმოიდგინეთ როგორი გრძნობაა ყოველდღე მამა სცემდეს შენ საყვარელ ადამიანს დედას. წავიდნენ დასახლდნენ მარიტას მოხუც დედ-მამასთან და ამის შემდეგ გასულიყო 8 წელიც. გოგა ხშირად ჩამოდიოდა მთვრალი და გაუბედურებული, ლისას მამის ნახვა
კი უნდოდა მაგრამ გოგა იმდენად ამაზრზენად იქცეოდა ამ ყველაფრის სურვილს უკარგავდა და ლისამაც აიცრუა მამაზე გული.
ლისამ თქვა რომ რაც ბებო-პაპას ოჯახში გადმოვიდნენ მამას არაერთხელ შემოუნგრევია სახლის კარი და...
_________________________________________
გამარჯობა მეგობრებო, ეს ჩემი პირველი ფიკია თუ მოგეწონათ და დაგაინტერესდათ დაწერეთ კომენტარებში და დავდებ მეორე ნაწილს მიყვარხართ❤️