ჩემი ოჯახი ყოველთვის ძალიან ღარიბი იყო. ჩვენ ვცხოვრობთ პატარა ქოხში, ქალაქის ძალიან ცუდ ნაწილში. ჩემი მშობლები ყოველთვის აკეთებდნენ იმას, რაც შეეძლოთ, რომ ვყოფილიყავით ჯანმრთელები და საკმაოდ ბედნიერები.
მაგრამ, ჩვენ ყოველთვის არ შეგვეძლო საკვების ან სხვა მნიშვნელოვანი ნივთების ყიდვა. რა თქმა უნდა არც სათამაშოები გვქონდა, მაგრამ ჩემ ტყუპისცალ მიასთან ერთად ვთამაშობდი.
ისე ვგავდით ერთმანეთს, რომ დედა და მამა ვერ გვარჩევდნენ ერთმანეთისგან.თითქმის ორი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც ბოლოს ვჭამეთ.
დღეს დილით კუჭის ხმამ გამაღვიძა. უცნაურად მომეჩვენა, რომ მია ჩემს გვერდით არ იყო. ჩვეულებრივ, როცა იღვიძებდა მეც მაღვიძებდა. ღორის ხორცის სუნი ვიგრძენი.
სამზარეულოში გავიქეცი და დავინახე, რომ დედაჩემი რაღაცას ამზადებდა ჩვენს პატარა ღუმელზე.
"დილა მშვიდობისა საყვარელო" თქვა მან და თეფშზე ხორცი დამიდო.მამაჩემის გვერძე დავჯექი და სანამ ჭამას დავიწყებდი, ჩემი და გამახსენდა.
"დედა მია სად არის?"პასუხი არავინ გამცა...
YOU ARE READING
horror stories/საშიში ისტორიები
Horror▪︎მოკლე საშიში ისტორიები▪︎ -ისტორიები ჩემი არ არის-