3

313 35 5
                                    

ორი წელია რაც მე და ჯეონ ჯანქუქი ერთმანეთს ვხვდებით, მაგრამ მომბეზრდა ეს ურთიერთობა. ისე მექცევა თითქოს და მტვრევადი ნივთი ვიყო, რომელიც ოდნავი უხეში საქციელითაც დაიფშვნება. მე კიდევ არ მაკმაყოფილებს მათან სიყვარულობანა. მე მინდა რომ სხვებსაც ვუყვარდე, არ შემიძლია მასთან ყოფნა როდესაც ჩემი გონებით სხვასთან ვარ. ჩვენი ურთიერთობა ადრე ოდნავ ვნებას მაინც შეიცავდა ახლა კი... ახლა უბრალოდ რამოდენიმე კოცნას თუ გავუცვლით ერთმანეთს.

თავს ვიწესრიგებ და ყველაზე გამომწვევ სამოსს ვარჩევ, ვცდილობ რომ მიმზიდველი ვიყო.

- ოო ქუქის მოეწონება.- ამბობს სიცილით როუზი.

- ქუქისათვის სულაც არ ვიცმევ.

- რაა?

- ჰოო წვეულებაზე დამპატიჟეს და იქ მივდივარ.

- ვინ დაგპატიჟა?

- საიდუმლოა, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ეს ჩემს ცხოვრებაში საკუკეთესო ღამე იქნება.

- ლიზა...

- რაა?

- ქუქი?

- კარგი რა როუზ, შენ ყველაზე ნაკლებად გაქვს იმის უფლება რომ ნოტაცია წამიკითხო, ბექიონს ხვდები, მაგრამ ზურგს უკან ჩანთანაც გაქვს ურთიერთობა და ქაისთანაც.

- იცი რა რაც გინდა ის გიქნია.- ამბობს ცრემლიანი როუზი და მეც საყვარელ აქსესუარებს ვარჩევ. მალევე თავს ვიწესრიგენ და წასვლას ვაპირებ როდესაც ქუქი მწერს, იძულებული ვარ მას შევხვდე. გზაში მივდივარ და ვფიქრობ თუ რა უნდა. ცოტას ვსაუბრობთ, ვუსმენ მის სისულელეებს და ბოლოს გაბარზებული წვეულებაზე მოვდივარ. ჩემს თავში ამ წამს მხოლოდ გართობა და სასმელი ტრიალებს. ვხედავ სასმისით გაბრუებულ გოგონებს და მეღიმება. სასმის ვიღებ და ვცლი, ზუსტად არ ვიცი რამდენს ვსვამ მაგრამ ვგრძნობ თუ როგორ მიბრუის თავი, თვალებს ვაცეცებ და მას ვეძებ, ცოტა ხნის შემდეგ ვხედავ რამოდენიმე გოგო ეტმასნება და ისიც მათთან ერთად ცეკვავს. ამბობენ რომ უნაკლო ადამიანი არ არსებობსო ყველანი ცდებიან გინდათ ნახოთ უნაკლო ადამიანი ეს კიმ თეჰიონია, მაგრამ რაღა ადამიანი ის ღმერთკაცია. ვხედავ მას და ვგრძნობ თუ როგორ მადგება ნერწყვი ტუჩებზე. ცოტახნით მას მივშტერებივარ და მალევე ისიც მიყურებს თვალს მავლებს, მიღიმის და ნელ-ნელა მიახლოვდება.

Lovely  Enemies. / Completed / ✔️حيث تعيش القصص. اكتشف الآن