თავს ვიწესრიგებთ და ჩვენი მწვრთნელის ოთახში მივდივართ. ორივენი ჩუმად ვართ გულახდილად რომ ვთქვა ვკვდები ისე მინდა მასთან საუბარი, მაგრამ ის უბრალოდ მაიგნორებს, მალევე ჩვენი მწვრთნელი გვიახლოვდება და გვიღიმის.
- ბოდიში დაგვიანებისათვის, მოკლედ აქ რატომ დაგიბარეთ, მინდა რომ ხვალ დილით სავარჯიშოდ მოხვიდეთ.
- ხვალ?- ეკითხება ქუქი.
- დიახ.
- და რატომ? რამდენადაც ვიცი დასვენება გვაქვს.
- ვიცი კიმ მაგრამ სამე ასე მოითხოვს, თვის ბოლოს შეჯიბრია და როგორც საუკეთესოები თქვენ ორნი ხართ წარდგენილები, ხვალიდან ვარჯიშს დავიწყებთ.- ამბობს ღიმილით.
- ამასთან ერთად?- არა გმადლობთ.
- სხვა გზა არ გაქვს ჯეონ.- ამბობს მწვრთნელი.
- მაგრამ...
- დილით გელოდებით ახლა კი შეგიძლიათ მიბრძანდეთ.
ოთახიდან გამოვდივართ და ისე მივდივართ რომ ხმას არცერთი არ ვიღებთ. სახლში მივდივარ თავს ვიწესრიგებ დავალებებს ვასრულებ და ჩემს მეგობრებს ვწერ, მალევე მათთან მივდივარ, ცოტას ვსვამთ დროს კარგად ვატარებთ სახლში გვიან მოვდივარ და საწოლზე მოწყვეტით ვარდები, ისევ მასზე ვფირობ და არც კი ვიცი როდის მეძინება.
დილით ადრევე ვდგები თავს ვიწესრიგებ და სკოლაში მივდივარ სადაც ჯეონი მხვდება.
- დააგვიანე კიმ.- ამბობს ჩვენი მწვრთნელი.
- მოსვლას საერთოდ არ ვაპირებდი.
- კარგი დავიწყოთ ვარჯიში.
ვხედავ ჯეონს რომელიც ტანზე იცვლის და ვცდილობ ტუჩემზე მომდგარი ნერწყვები ჩუმად გადავყლაპო. ვარჯიშს ვიწყებთ, ვხედავ საკამოდ ძლიერია, მაგრამ თუკი სწორად მივუდგები შევძლებ მის წაქცევას.
ერთმანეთს ვუტევთ მისი სხეული ძლიერად მიჭირავს და მალევე ძირს ვაგდებ რამოდენიმე წამი ასე ვართ და იდიოტივით მეღიმება, ვხედავ ჯეონს ჩემს ქვეშ და რატომ მეჩვენება ეს ყველაფერი ზედმეტად სექსუალურად.
ESTÁS LEYENDO
Lovely Enemies. / Completed / ✔️
Fanfic- ჯეონ შენ? - პატარა გაკვეთილს ჩაგიტარებ პატარავ, შენთვის არ უსწავლებით რომ წიგნი ყდით არ უნდა შეაფასო. - რაა? - რა გეგონა? გეგონა რომ შენს ძუკნად მაქცევდი? შეცდი პატარავ, როცა გეუბნებოდი რომ მთელს ძალას არ ვიყენებდი არ ვტყუოდი. - შენ მთელი ეს დრო...