პორფირია, არის სწორედ ის გენეტიკური დაავადება, რომელსაც გაუსაძლისი ტკივილი ახლავს თან.
დაავადება, რომელიც ადამიანს შიგნიდან სჭამს. სხეული ხრწნას იწყებს, მზეზე გასვლისას კი კანი წყლულდება, შემდეგ კი სკდება.
ექიმები საგონებელში ვარდებოდნენ ამ ყველაფრის შემსწრეს. ეს ყველაფერი ვიქტორ რობერტსმა საკუთარ თავზე გამოსცადა. ხოლო, რომ არა მისი ამ საქმეში გამოჩენილი მამაცობისა, დიდი ხნის წინათ აღესრულებოდა.
მრავალ მხრივ ნიჭიერი ვიქტორი ბავშვობიდანვე განსხვავებული ბიჭუნა იყო.
მისი დიდი ბაბუა ოქრომჭედელი გახლდათ რომელიც ოქროს, ვერცხლის, ლითონისა და, სხვა და სხვა საგნებისაგან სამეფო კარისთვის თუ სხვა დიდგვაროვნებისთვის ჭურჭელსა და სამკაულს ამზადებდა.
ის პროფესიონალი ოქრომჭედელი გახლდათ და პირველი ყველაზე მაღლა მდგომი მთელს სამეფოში.
ოქრო, ავტორიტეტი, პატივისცემა ეს იმ ყველაფრის მცირე ჩამონათვალია რასაც ის იღებდა სხვებისგან ძღვენად.
ასე და ამგვარად რობერტსების ოჯახი ჯერ კიდევ შორეული წარსულიდან მოყოლებული ძალზედ პატივსაცემები იყვნენ.
ეს ნიჭი თაობიდან თაობას გადაეცემოდა, მაგრამ არა პატარა ვიქტორის შემთხვევაში.
ღრმა ბავშვობიდან მოყოლებული, განსხვავებულობისა და პირველობის ჭია ჭამდა. სურდა ხელოვანი ყოფილიყო. ოქრომჭედლებიც ხომ ხელოვანები არიან თუმცა ვიქტორი უფრო შორსმჭვრეტელი გახლდათ.
არასდროს უთამაშია სხვა გლეხებთან, არ მოსწონდა ადამიანები. ფიქრობდა, რომ ისინი უსუსურები იყვნენ. საკუთარი თავის მიმართ ზიზღიც უჩნდებოდა რაღაც მომენტში, სწორედ რომ მისი ადამიანური ბუნების გამო.
ბევრჯერ უფიქრია, რომ სწორედ ადამიანობა უშლიდა ხელს მისი მიზნების განხორციელებაში. თვლიდა, ადამიანების შესაძლებლობებს საზღვრები ჰქონდა მას კი უსაზღვრო ძალაუფლება წყუროდა.
ВЫ ЧИТАЕТЕ
სავსე მთვარის ქვეშ/Under the full moon
Vampirosერთადერთი რასაც შეუძლია მომკლას ეს შენი არაფრის მთქმელი თვალებია, თვალები სადაც სიცარიელის გარდა ვერაფერს დავინახავ. ლონდონი, რობერტსების ოჯახი, ერთი შეხედვით სრულიად ჩვეულებრივი ამავე დროს კი საკმაოდ მისტიური. ვინ იფიქრებდა რომ მათი სისხლი უკვე დიდ...