5🌸

308 52 0
                                    


-წიგნი მოგიტანე, სიყვარულზეა.

-რას ნიშნავს სიყვარული?!

***


ჯონგუკი ფოტოაპარატს იმარჯვებს ხელში. იქიდან უყურებს ჯიმინს, მის ყველა მოძრაობას აკვირდება. თითოეულ დეტალს შეისწავლის. ტკბება მისით, მისი მშვენიერი ღიმილით, სახით, თვალებით, ტუჩებით... ჩაწერას იწყებს... ფიქრობს, როგორ მოვიდნენ აქამდე, როგორ შეძლო ამ პატარამ მისი გონება მთლიანად მოეცვა. ჩაეყლაპა და დაესაკუთრებინა. ყოველ წუთს უფრო მეტად უყვარდება. ხანდახან ჰგონია, რომ ის ქერუბიმია, პატარა ანგელოზი, რომელიც სამოთხიდან გამოექცა სხვა ანგელოზებს, რათა დედამიწაზე მოსულიყო, მასთან.

ჯიმინი თავს უკან აბრუნებს, ამჩნევს ფოტოაპარატს შემდეგ კი ჯონგუკს, მაგრამ სიარულს არ წყვეტს, პირიქით, ხელებგაშლილი უფრო შორს მირბის და ხმამაღლა ხარხარებს.

ჯონგუკიც იცინის, მაგრამ რაღაც მომენტში უნებურად ეღუშება სახე. მათ სიყვარულზე ფიქრობს. არასდროს განუცდია ისეთი ძლიერი გრძნობა სხვათან, როგორსაც ჯიმინთან ყოფნის დროს განიცდის.

უნდა ხმამაღლა იყვიროს. ყველას გააგონოს, სადღაც ქუჩის ბოლოში, ერთ-ერთ კუთხეში, მოკუნტულ ძაღლსაც კი, რომ შეყვარებულია. და რომ მისი შეყვარებული ჯიმინია. თუმცა არა!

ჯიმინი ეს თავად სიყვარულია.

და როდის აქეთ გახდა სირცხვილი სიყვარული? მერე რა, რომ ბიჭია. ის მისთვის ყველა'ფერია' და თუ ავადმყოფობაა ის, რაც ახლა პეპლებს უღვიძებს მუცელში, მაშინ მას ეს მოსწონს!

You are me, I'm you (დასრულებული) Where stories live. Discover now