6🌸

287 43 5
                                    

-რა გააკეთე?!-კითხულობს შეშფოთებული. მის გადაჭრილ ვენებს დასცქერის, შემდეგ კი მზერას ბიჭის მოღიმარ სახეზე ანაცვლებს

-სისხლი.. სისხლი, სისხლი! - ფსიქოპატივით იძახის ის - მშვენიერია, არა?

***

-დილამშვიდობის! -ოთახში ჯონგუკის მხიარული შეძახილი ისმის, მალევე კი თავად ხმის პატრონიც ჩნდება.

შუგა დივანზეა წამოწოლილი. აშკარად არ არის მოხარული, რომ ახლახან სიმშვიდე დაურღვიეს. ჩუმად ილანძღება, იდაყვით თვალებს იფარავს და ცდილობს ნანატრი სიმშვიდე კვლავ დაიბრუნოს. მის ასეთ საქციელზე ყველას ეღიმება. ჯონგუკსაც კი. გარშემო იხედება, მისთვის ყველაზე სასურველი ფიგურის დანახვისას მისი ღიმილი ყურებამდე ფართოვდება, უახლოვდება და ადგილს ჯიმინის გვერდით იკავებს.

-დღეს ადრე გაგიღვიძია-ხელს ხვევს უმცროსი და ლოყებს უჩმეტს.

-მე ჯერ კიდევ მძინავს ჯონგუკშიიი-პასუხობს ჯიმინი და ცხვირის წვერზე კოცნის.

ჯონგუკი, მის ასეთ ხუმრობაზე, კიდევ უარესად უწითლებს ლოყებს.
სიამოვნებს მისი წვალება, საყვარელი მუქარები, რომლებიც არასდროს შესრულდება. ჩუმი, ყრუ კვნესები და წამოყვირებები.

-ჯონგუკ, არ გინდა ჩვენც გაგვაცინო? - სთავაზობს ჰობი, თან მაცივრიდან ახლახან გამოღებულ ბანანის რძეს აწვდის, იცის რომ ძალიან უყვარს.

-არაფერია-ამბობს მშვიდად და თავის საყვარელ სასმელს ართმევს.

-შენი ვიდეო ვნახეთ იუთუბზე, საყვარლობაა. ალბათ მოგეწონა დისნეილენდი-კითხულობს ჯინი, თან სარკეში საკუთარ თავს ათვალიერებს. ჰობი ჩუმად ეჩურჩულება ნამჯუნს რაღაცას, რაზეც ორივენი ხარხარებენ. ჯინი მრისხანე თვალებით ბურღავს ორივეს, იცის ვინც არის მათი განხილვის საგანი.

You are me, I'm you (დასრულებული) Where stories live. Discover now