თაიას წასვლის შემდეგ გაბრიელიც მალევე დგება საწოლიდან. გულნატკენი იყო ლიონის გამო. იცოდა, რომ გუშინდელი ღამე ვერაფერს შეცვლიდა მათ ურთიერთობაში მაგრამ თქვენც ხომ იცით? ადამიანმა ყველა ის შეცდომა უნდა დაუშვას რაც ბედნიერს ხდის.
რა უნდა გააკეთოს იმისთვის რომ დაივიწყოს თაია? სარასთან წავიდეს? არა, სარა ვერ შეცვლის თაიას. მხოლოდ სარა კი არა ვერცერთი ქალი ვერ შეცვლის ლიონს. ვერავინ იქნება ისეთი როგორიც თაიაა. ვერავინ აკოცებს გაბრიელს ისე როგორც თაია აკეთებს ამას. ვერავინ შეიყვარებს გაბრიელს თაიაზე მეტად... და ვერც შეიძულებს.
ვერავინ შეხედავს ალფონსს ისე როგორც თაია უყურებს მას. თაიაა ის ვისთანაც ყოფნა უნდა გაბრიელს და ასევე თაიაა ის ვისი დავიწყებაც უნდა გაბრიელს.
თაია ერთადერთია.
რაღაც საოცრება, მხოლოდ გაბრიელისთვის.
მიუხედავად გაბრიელის დაუოკებელი გრძნობებისა ეს სიყვარული მაინც ამაოა მისთვის და არა მარტო მისთვის, არამედ ყველა მისი გარშემომყოფებისთვის.ალფონსი ტანსაცმელს ირგებს და საწოლზე ზურგით ეცემა. მოსასხამის ჯიბიდან სიგარეტს იღებს. თვალებს ხუჭავს, ღრმად ისუნთქვას ჰაერს და სანამ სიგარეტს კვამლს მოუკიდებს თაიას სახელს ხმამაღლა წარმოსთქვამს.
როგორმე უნდა დაივიწყოს მაგრამ იცის რომ ეს გაუჭირდება. მაგრამ შეძლებს, შეუძლებელი ამ ქვეყნად არაფერია...
ბოლო ნაფაზიც და ოთახს ტოვებს გასვლამდე კი კიდევ ერთხელ ავლებს თვალს იქაურობას.- ალბათ ამას არასდროს ვინანებ... - დათქვა დარწმუნებით და სამუდამოდ დატოვა იქურობა.
მაშინ როდესაც თაიამ ისევ აედევნა გაბრიელს თავისი მანქანით და გაბრიემა დამალვა მოახერხა, ხომ გახსოვთ, თაიამ გაბრიელის კვალი დაკარგა და გადაწყვიტა განტვირთვა გაეკეთებინა, იმ კლუბისკენ გაემართა სადაც გაბრიელის ერთად დადიოდა ხოლმე წარსულში.
და მართალი ხართ თუ ფიქრობთ რომ გაბრიელიც ისევე აედევნა თაიას როგორც თაიამ გააკეთა ეს. ესეც გაბრიელის პატარა ოინი რომელსაც უკან არაჩვეულებრივი ღამე მოჰყვა...
YOU ARE READING
გამარჯვება
Randomსაკითხავია, როცა მიზანს მიაღწევენ და ერთმანეთს იარაღს დაუმიზნებენ მაშინ თუ გაიმარჯვებს სიყვარული? იქნებ ეს იყოს ბედის ირონიაც... ვინ იცის... __________________________________________ 🔞 don't read to children 🔞