16🌸

182 36 2
                                    

ჯონგუკის POV

ალბათ ერთხელ ყველას გამოგვიცდია ან დავინტერესებულვართ მაინც თუ რა გრძნობაა, როდესაც საკუთარ თავს შორიდან ვუყურებთ.

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს საშიში პროცესი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ახლა, როდესაც მეორე ჯონგუკს ვუყურებ, არ მეშინია. პირიქით, სიმშვიდეს და თავისუფლებას ვგრძნობ.

ის საწოლზე ზის, ხელში ყავისფერი ბლოკნოტი უჭირავს და გაუჩერებლად წერს:

"የቿየቿረልጠሸዐረዐዕነልጠጎዕኗቿርዐርሸረዐጌነ"

თავი მტკივდება იმაზე ფიქრში, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს სიტყვები, რომლებითაც მთელი გვერდი გადაჭედილი აქვს ჩემს მეორე "მე" - ს, მაგრამ მაინც ვერ ვხვდები... თითქოს სხვა ადამიანი იყოს. სხვა პიროვნება, რომელთანაც არაფერი მაკავშირებს.

ოთახში ჰობი ჰიონი შემოდის..
მინდა გადავეხვიო, თუმცა ის ისე მივლის გვერდს, თითქოს არც ვარსებობდე და მეორე ჯონგუკთან მიდის. ბლოკნოტში იხედება და თავს ზანტად აქნევს

-გეყოფა ამის წერა-ამბობს, დღიურს ართმევს და გვერდით ტუმბოზე დებს.

არ ვიცი რატომ, მაგრამ სწორედ მანდეთ მივდივარ. მინდა ისევ ვცადო, იქნებ გავიგო შიგნით რა წერია. ბლოკნოტს იმედიანად ვიღებ, იმ გვერდზე ვშლი, სადაც სანიშნი დევს, მაგრამ წარწერების ნაცვლად შიგნით მხოლოდ დახატული ლურჯი პეპელა მხვდება, რომელიც ნელ-ნელა მოძრაობას იწყებს შემდეგ კი ფურცელსაც სწყდება.

მშვენიერი სანახაობით მოხიბლულს, საკუთარი თავი და ჰობი ჰიონიც კი მავიწყდებიან.

კარი იღება პეპელა კი მის იქით გადის. გონება მეუბნება, რომ მას უნდა გავყვე და მეც მივყვები. კარს იქით გავდივარ, შემდეგ შენობასაც ვცდები. გარემოს თვალიერებით დიდად თავს არ ვიწუხებ. ლურჯი ფერი მიტრიალებს თვალებში მანამ, სანამ სხვა შენობაში არ შევდივარ.. ამჯერად ნაცნობ სურნელსაც ვგრძნობ, რომელიც ზუსტად ვიცი ვისიცაა..

პეპელა ჯიმინის სხეულს დასტრიალებს თავს. საწოლზე წევს, სძინავს. შუბლი თეთრი ბინტით აქვს შეხვეული, რომელზეც მსუბუქად, მაგრამ მაინც მოჩანს წითელი ლაქა. მისკენ მივდივარ, გზად კი მონიტორს ვაკვირდები, რომელზეც დაკლაკნილი ხაზები ძლივს მოჩანს.

მის ლოყებს ვეხები. ვერ ვგრძნობ...

მის ცივ ხელებს ვეხები. ვერ ვგრძნობ...

მის ტუჩებს ვეხები. ვერ ვგრძნობ...

საერთოდ ვერაფერს ვგრძნობ...

-ჯიმინ... - მის ყურთან ვჩურჩულებ-პატარავ, გაახილე თვალები...

-რატომ არ დამიცავი? - მესმის დაბალი ხმა ზურგს უკან. სწრაფად ვაბრუნდებ თავს და მის მზერას ვაწყდები. ისე გამოიყურება, როგორც იმ დღეს, როდესაც მანქანით ჰიონებთან ვბრუნდებოდით. ჩემგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით დგას. ვიცი, რომ ის არის. ვიცი ჯიმინია, ჩემი ადამიანი, მაგრამ რატომღაც ახლა იმასაც კი ვერ ვახერხებ, რომ თვალებში ჩავხედო. ის სევდიანია, ძალიან სევდიანი.

-მაპატიე...-დავდახრილმა მხოლოდ ამის თქმა შევძელი, საშინლად მტკიოდა გული. თავს დამნაშავედ და არარაობად მივიჩნევდი. ისიც კი მრცხვენოდა, რომ პატიებას ვითხოვდი...

საპასუხო ხმა აღარ გამიგია, მე კი იქამდე ვუყურებდი საკუთარ, შიშველ ფეხებს, სანამ ყველაფერი არ გაშავდა...

ისევ საწოლში ვიწექი, მაგრამ ახლა მე ნამდვილად მე ვიყავი. ჰობი აღარ იყო ოთახში, სამაგიეროდ ტუმბოზე ისევ იდო გადაშლილი ბლოკნოტი, რომელზეც ამჯერად გარკვევით ეწერა სიტყვები:

"პეპელა მხოლოდ სამი დღე ცოცხლობს"

_____

ეს თავი მე არა, ჩემმა ვარსკვლავმა დაწერა, რომელიც ცოტა ხნის წინ გავიცანი. მას ✨ნიემინი✨ ჰქვია. იქამდე იყო ჩემთან, სანამ მოწყენილი არ გამაღიმა💜

You are me, I'm you (დასრულებული) Where stories live. Discover now