The smell of autumn leaves

24 2 0
                                    

პარკში მჯდომმა ელიზაბეტმა ხელჩაკიდებულ წყვილს ნაღვლიანად გააყოლა თავისი გიშრისფერი თვალები და სევდიანად გაიღიმა.

გოგონას გრძელ, შავ დალალებს ქარმა დაუბერა. ელიზაბეტი მოულოდნელი სიცივისგან შეკრთა, სხეული აუთრთოლდა, პატარა მარწყვისფერი ტუჩები უფრო დაუწითლდა. მხრებზე შემოხვეული შარფი მჭიდროდ შემოიკრა და სახე ისე ჩამალა, რომ მხოლოდ გრძელი წამწამები უჩანდა.

ცხოვრების ოცი წელი სხვისი უფლებების დაცვას შეალია.  მიუხედავად ამისა ყოველთვის იცოდა, რომ მის უფლებებს ვერავინ დაიცავდა. ჯერ არასოდეს მოსწონებია ბიჭი, არასოდეს ყოფილა პაემანზე და არასოდეს გასჩენია მუცელში ის შეგრძნება შეყვარებულები პეპლებს რომ უწოდებენ. ერთი სიტყვით არასოდეს ყოფილა შეყვარებული.  

***


"გამარჯობა"- უმისამართოდ დაიძახა ბეტმა და სუნამოების თვალიერება დაიწყო.
იმ ფაქტის ახსნა, რომ ელიზაბეტს ყოველთვის სხვადასვა სურნელი ასდიოდა ის იყო, რომ სახლში სუნამოების ათასობით კოლექცია ჰქონდა. ვიღაცას შეიძლება ეს გოგო შეშლილად ჩაეთვალა. ყოველ დილით, როდესაც სამსახურში მიდიოდა სუნამოს ყიდულობდა, ერთხელ ისხამდა და ინახავდა. თვითონაც არ იცოდა, რაში სჭირდება სუნამოს ამდენი სავსე ფლაკონი. რა სახელი შეიძლება დავარქვათ ამას, აკვიატება? სიყვარული? გატაცება?

"დახმარება ხომ არ გჭირდებათ?"- ნაზი ხმა გაისმა, რამაც ელიზაბეტს შემოტრიალება აიძულა.

მის წინ გამხდარი, დაბალი გოგო იდგა. თოვლივით თეთრი კანით, მოკლე ყავისფერი თმითა და ხასხასა მწვანე თვალებით. იმდენად ნაზი და სათუთი იყო, შეხებისაც კი შეგეშინდებოდა. უხერხულობისგან გაბუსხულ ტუჩებს იკვნეტდა და ხელებს ნერვიულად იწვალებდა. მის შემხედვარე ელიზაბეტს სულ დაავიწყდა თავისი საქმე, გაშეშებული იდგა და თვალებით შეისწავლიდა უცნობის ყოველ დეტალს.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Apr 09 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

შემოდგომის სურნელი გაქვს, შემოდგომის დედოფალო! [COMPLETED]Where stories live. Discover now