7

966 36 57
                                    

- მოიცადე, უკანსკნელად გთხოვ და ეს თხოვნა მაინც შემისრულე.

- რა გინდა?

- ლუსის ოთახის გასაღები.

- შეიშალე?

- მე მაშინ შევიშალე როცა თაია შემიყვარდა.

- მეშინია, რომ რამე ისეთს აღმოაჩენ რაც თავიდან ბოლომდე ამოაყირავებს ამ ისედაც არეულ სიტუაციას.

- ჯენ შენ თუ არ დამეხმარები მე თვითონ შემოვალ და ვნახავ.

- წარმატებები! შენსას მაინც არ იშლი. და ჰო მართლა, თაიას უფრთხილდი. ხომ იცი არ ღირს ცეცხლზე ნავთის დასხმა, იქ მოსულს თუ გნახავს ცოცხლად დაგწვავს. - საბოლოოდ თქვა პატარა ლიონმა და გარეთ გავიდა დანიელთან ერთად. გაბრიელი კი კევინს მიუბრუნდა.

- და ამაზე უარესად ჯიუტია მისი და? - გაკვირვებით ჰკითხა კევინმა გაბრიელს და გოგონას თვალი გააყოლა.

- ათმაგად. შესაძლოა ასმაგადაც... - პასუხობს ალფონსი და თვითონაც ტოვებს იქაურობას.

- ცუდ დღეში ვარ... - მომაბეზრებლად წარმოსთქვა თინეიჯერმა ჰაკერმა და კომპიუტერში თავის საქმეს დაუბრუნდა.

როგორც წესი თაია ახლა სუფრასთან უნდა იჯდეს და მეგობრებთან სხვა და სხვა საკითხზე ბაასობდეს, მაგრამ მაშინ როცა პატარა ქალბატონი სახლში მისვლას აგვიანებს და მობილურზე ზარებსაც კი არ პასუხობს, უფროს ლიონს მშვიდად ბაასი არ შეუძლია. ბაასზე ლაპარაკიც კი ზედმეტია თაიას მშვიდად სუნთქვაც კი არ შეუძლია დის გამო.
თაიაზე მეტად კი ლუკასი იყო აფორიაქებული ჯენის გამო. მაგრამ რა თქმა უნდა არ იმჩნევდა. უკვე წლებია რაც ასე ღელავს ხოლმე ჯენზე და ისიც კი ისწავლა როგორ დამალოს მისი ნერვიულობა. თუმცა გჯერათ იმის, რომ ამას მარია ვერ ამჩნევდა? არც დაიჯეროთ. მარიას უსიტყვოდ ესმის მისი ტყუპისცალის, რომელიც მასზე სულ ორი წუთით ადრე დაიბადა...
კიდევ ერთხელ რეკავს თაია ჯენთან და ჯენის მობილურის ზარის ხმა უკვე სამივეს ესმის. ძლივს შეძლო დამშვიდება თაიამ დის დანახვისას მაგრამ ლუკასის გული საკმაოდ მტკივნეულად აძგერდა როცა პატარა ქალბატონის გვერდით დანიელი დაინახა. მაგრამ ესეც არ შეიმჩნია. მაგრამ მარია ამასაც მიხვდა.

გამარჯვებაWhere stories live. Discover now