8

916 32 48
                                    

რამდენადაც მახსოვს უკვე ნათქვამი უნდა მქონდეს, რომ იტალია ღამით ულამაზესია და ამ დროს აქ ფეხით სეირნობა ნამდვილი საოცრებაა.
სასტიკად უხდება ახალგაზრდა შეყვარებული წყვილი იტალიის ღამეს. მარიაზე და ალექსსზე ვერ ვიტყვი რომ შეყვარებული წყვილი არიან, მაგრამ ერთი შეხედვით რომ ასე ჩანს ცხადია.

- ის ბიჭი ვინ იყო, იმ ღამით რომ აგეკიდათ?

- ჩემი ყოფილი იყო.

- და რა უნდოდა?

- დაივიწყეთ.

- თუ ნებას მომცემთ დაგიცავთ.

მარიამ ნაბიჯები ჯერ შეანელა და შემდეგ შეაჩერა. კასტელს მიუბრუნდა და თვალებში ჩახედა.

- ბატონო კასტელ, ვგავარ იმ უსუსურ გოგონებს, რომლებსაც დაცვა სჭირდება?

კასტელს ისევ ცალყბად ეღიმება.

- არ ვიცი ჰგავხართ თუ არა იმ უსუსურ გოგონებს, მაგრამ მინდა ჰგავდეთ რადგან შემეძლოს თქვენი დაცვა. მომწონს ამის კეთება.

- უსუსური გოგონების დაცვა მოგწონთ?

- არა, თქვენი.

და მე ისევ მესმის აჩქარებული გულის ცემა, ოღონდ ამჯერად ვერ ვიგებ ეს მარის გულია თუ ალექსის. მაგრამ იმდენად მაღალია ხმა, რომ შესაძლლოა ორივეს გული იყოს.

- მარია, ხვალ საღამოს გცალიათ?

- არა. - უხეშად მიახალა მარიამ.

- დროს ვერ გამონახავთ? მხოლოდ ნახევარი საათით.

- არანაირი სურვილი არ მაქვს ჩემი ძვირფასი საქმე თქვენი იაფფასიანი ნახევარისაათისთვის გადავდო, მაგრამ ჯანდაბას ერთი დღე. - არხეინად თქვა გოგონამ და სახლის შესასვლელისკენ გაემართა.

- ანუ ხვალ საღამოს ნახევარი საათით ჩემი ხართ?

- თქვენი არასდროს ვყოფილვარ და არც ვიქნები! - კვლავ უხეშად მიახალა და სახლში შევდა.

- მაგრამ იცოდეთ, რომ მალე ჩემი გახდებით... - ღიმილით დაამატა კასტელმა და თვითონაც მარიას სახლისკენ აიღო გეზი...

გამარჯვებაWhere stories live. Discover now