20🌸

187 32 2
                                    

ჯიმინის POV

-ჯიმინ, ჯიმინ გესმის?! - ჩამესმის ვიღაცის ხმამაღალი, ბოხი ხმა. სიტყვის თქმას ვერ ვახერხებ, სამაგიეროდ ვხედავ და ვგრძნობ როგორ მეხებიან თვალებზე თითებით, ქუთუთოებს ზემოთ მიწევენ და რაღაცას მანათებენ. თავს ვაქნევ, რადგან საშინელი ტკივილი მივლის თავიდან ფეხებამდე.

-ღმერთო ჩემო!-ყვირის ის

-ცოტა ჩუმად, გამისკდა თავი! - ძლივს ვამბობ, ყელი მეწვის. კაცი ჩემკენ იხრება და ისევ გაკვირვებული მზერით მათვალიერებს, ნეტავ რამე მისვია სახეზე?

-ბიჭუნავ, შენ ნამდვილი სასწაული ხარ!

მე? სასწაული? ლამისაა ავფხუკუნდე. რას ბოდავს საერთოდ?!

ფეხზე ადგომას ვცდილობ, მაგრამ ფრთხილი ბიძგით ისევ უკან მაბრუნებენ საწოლზე. ახლაღა ვიაზრებ, რომ ჩემთვის სრულიად უცხო გარემოში გავიღვიძე. საკუთარ დაჩხვლეტილ მკლავებს და გვერდით გადასხმას ვაკვირდები. სრული 15 წუთი მჭირდება იმის გასაანალიზებლად თუ სად ვარ და რა მოხდა მანამდე.

-ჯონგუკი! - ვღრიალებ. შიშის ტალღა მთელს სხეულში მივლის-სად არის ის?!

-დამშვიდდით ბატონო - კაცი, რომელიც სავარაუდოდ ჩემი ექიმია, უშედეგოდ ცდილობს ადგილზე გამაკავოს.

-უნდა ვნახო! სასწრაფოდ მაჩვენეთ! - წარსულის გახსენებაზე გული მიჩქარდება და თვალებიდან ცრემლები მომდის. ექიმი ხმამაღლა ყვირის, შემდეგ კი ვხედავ ნაცნობ სახეებს, რომლებიც ჩემი მიმართულებით მორბიან.

ჰიონების დანახვისას ცოტა შვებას ვგრძნობ. ისინი მეხვევიან, ლამის სულს მიხუთავენ კიდეც, მაგრამ მათი სითბო და სიყვარული ისე მომენატრა, რომ არაფერს ვამბობ.

-ჯიმინაა.. ჯანდაბა! როგორ შეგვაშინე - შუგას სახეზე ცრემლებია, რაც მაკვირვებს. თმა მხრებამდე გაზრდია, ბოლოს ძალიან მოკლედ ჰქონდა შეჭრილი. რამდენი ხანი მეძინა?!

-ჯონგუკი კარგად არის ჰიონ? - აკანკალებული ხმით ვკითხულობ

-არ ინეერვიულო მინი, კარგად იქნება.

-რას ნიშნავს "კარგად იქნება" ? - ვბრაზობ - რატომ არ არის თქვენთან ერთად. მასე რამე დაემართა? გთხოოოვ ჯუნ შენ მაინც მითხარი რამე-ვემუდარები და მაისურზე ვექაჩები. ნამჯუნი ჩემს გვერდით ჯდება საწოლზე, კისერს მიჭერს და თავს მის მხარზე მადებინებს.

-ის წავიდა.. - ჩურჩულებს. გული მიჩერდება. - ეგონა, რომ სამუდამოდ დაგკარგა. არავის გვეგონა, რომ გაიღვიძებდი მინი.. მაგრამ, რადგან დაგვიბრუნდი ჯონგუკსაც მალევე ვიპოვით. მას ძალიან გაუხარდება..

-არ უთქვამს სად წავიდა?

-არა, ვცადეთ დაკავშირება, მაგრამ მობილური გამორთული აქვს. პოლიციას უკვე შევატყობინე. ისინი უფრო მალე მიაგნებენ. შენ არ იდარდო.

-ჩემი ბრალია ჯუუნ...-ვქვითინებ- არასდროს არ უნდა შევხვედროდი მას, არასდროს არ უნდა დავლაპარაკებოდი.. არასწორი ადამიანი შევუყვარდი და ამის გამო ისჯება.. არ იმსახურებს..

-ჩშშ, არაა შენი ბრალი. არავის ბრალი არაა. შემომხედე! - თავი ავწიე და ამღვრეული თვალებიდან ძლივს გავარჩიე მისი ოდნავ მოღიმარი სახე. - მას ვიპოვით, კარგი?

-მაგრამ გვიანი რომ იყოს? რამე რომ დაუშავოს საკუთარ თავს?! ჩვენ არც კი ვიცით სად უნდა წასულიყო.. - მოულოდნელად გავჩუმდი. თავში თითქოს რაღაცამ დამარტყა.

-ჯიმინ.. კარგად ხარ? - შეშინებულმა მკითხა ჯუნმა და ოდნავ შემარხია.

-ვიცი! - წამოვიძახე და მათი გაკვირვებულ სახეებს შევხედე. - ვიცი, სადაც არის.

კეთილი იყოს შენი დაბრუნება ამ ცოდვილ სამყაროში ჯიმინიი

რაღაც ამ სამყაროს ძაან გადავეკიდე😂😂

შემდეგი თავიც დღესვე დაიდება💜

You are me, I'm you (დასრულებული) Where stories live. Discover now