ჯიმინი კოჭლობით, მაგრამ მაინც ჯიუტად მიიწევს მათი ადგილისკენ. იქ, სადაც ჯონმა სიყვარული აუხსნა და უდიდესი ბედნიერება მიანიჭა მას.
რაც უფრო მაღლა ადიოდა, მით უფრო მეტად უჭირდა სუნთქვა. ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე გამოჯანმრთელებული. მან ხომ სულ ახლახანს გაიღვიძა?! ალბათ იკითხავთ, როგორ მისცეს უფლება, ასეთ დროს, ასეთ სიტუაციაში, გარეთ გამოსულიყო.. არც მიუციათ. ქერა თავად გამოიპარა საავადმყოფოდან. სწორედ ამიტომაა ჯერ კიდევ საავადმყოფოს თეთრ ზედა-ქვედაში გამოწყობილი, არეული თმითა და ჩუსტებით რომ დააბიჯებს გარეთ.
ხალხი უცნაურად უმზერს ქუჩაში მორბენალ ბიჭს. ცხადია, ვერ ცნობენ. ვინ იცის, იქნებ გიჟიც ჰგონიათ, მაგრამ ჯიმინისთვის ახლა სულ ერთია. მისი გონება ახლა ჯონგუკთანაა, სხვა ყველაფერი კი უმნიშვნელოა.
უკანანასკნელი ნაბიჯიც და ჯიმინის ძალა გამოცლილი სხეული მტკივნეულად იკეცება მიწაზე.
-ჯონგუკ! - ჯერ კიდევ სუნთქვა შეკრულმა ამოიხავლა ქერამ და ჯონგუკის სხეულს თვალი გაუსწორა. ის მისგან ზურგშექცევით იდგა. არ მოძრაობდა და არც საუბრობდა.
-ჯონგუკ, ეს მე ვარ. ჯიმინი ვარ. შენი ჯიმინი-ხმის კანკალით ამბობდა და თან ფეხზე წამოდგომას ცდილობდა, მაგრამ ყოველი მისი მცდელობა ფუჭი იყო. ეშინოდა, ძალიან ეშინოდა უფსკრულთან ახლოს მდგომი ჯონგუკის. იქ, სადაც უწინ მოაჯირი იყო ახლა მხოლოდ დიდი სიცარიელეა. სიღრმე, რომლისაც დასასრული არ უჩანს.
-არ შემომხედავ? - იმედგაცრუებულმა ისევ დაბალი ხმით განაგრძო ცალმხრივი დიალოგი. ღრმად გადაუშვა ფილტვებში ჰაერი და გაჭირვებით, ძლივს გასწორდა წელში. მუცლის და თავის ტკივილმა ერთდროულად შეახსენა თავი და გულის რევის შეგრძნება დაეფულა. თუმცა მაინც აგრძელებდა მათ შორის მანძილის შემცირებას. ის-ის იყო უნდა შეხებოდა, რომ მისმა ყინულივით ცივმა და გრძნობებისგან დაცლილმა ხმამ ადგილზე გააშეშა და თითქოს ათას ნაწილად დაფხშვნა.
YOU ARE READING
You are me, I'm you (დასრულებული)
Romance"მე აქ ვარ..." "შენთან..." "შენში..." "შენ..."