7. მაგ სიმართლით იარე.

400 56 43
                                    

ბატონი თომასი კომპანიაში არ დამხვდა. მეისგან, უფროსის მდივნისგან გავიგე, რომ მომავალი ათი დღე საერთოდ არ მოვა, მის მაგივრად კი მისი ქალიშვილი იქნება, ოღონთ დროებით. ორი-სამი დღის წინ ეს ფაქტი გამახარებდა, აბა, მოხუცი დიდტრაკა თომასის დანახვას მისი ახალგაზრდა და საკმაოდ სექსუალური ქალიშვილის ნახვა არ მერჩივნებოდა? მაგრამ მას მერე, რაც თომასისგან გავიგე, რომ ლოლას კიმი მოსწონს და აქ რაღაც ამბები ტრიალებს, დიდად აღარ მახარებს გოგონას კომპანიაში ასე ხშირად დანახვის იდეა. ვფიქრობდი, რომ თეჰიონს ამის შესახებ ვეტყოდი, მაგრამ წუხანდელის გამო საერთოდ ამომივარდა თავიდან ეს ამბავი, ახლა კი, რაც კომპანიაში მოვედი, თავს არ ვიწუხებ კიმთან შეხვედრით. რეალურად არც თეჰიონი იჩენს ინიციატივას, ცოტახნის წინ გვერდით ისე გამიარა, არც კი შემოუხედავს ჩემკენ, ტელეფონზე საუბრობდა, ვიფიქრე, რომ ვერ შემამჩნია, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა, ალბათ, დილანდელის გამოა ნაწყენი. ვერ ვხვდები, რატომ არ მსიამობებს თეჰიონისგან უყურადღებობა მაშინ, როცა თავად ვცდილობ ცოტახანს თავი შორს დავიჭირო მისგან? არ ვიცი რას ან როგორ ვეტყვი, პირისპირ მარტოს თუ გადავეყრები, მაგრამ ის ფაქტი უფრო არ მსიამოვნებს, თეჰიონი ზედაც რომ არ მიყურებს. საშინლად არ მომწონს ეს სიტუაცია, არადა მეგონა, თეჰიონი სწორედ ის ადამიანი იყო, რომელთანაც არაფერზე ლაპარაკი არ მომერიდებოდა. თუმცა ამჯერად ბევრად განსხვავებულია სიტუაცია მე და კიმს შორის.

უღიმღამოდ გადის ყოველი წუთი, ვცდილობ თავი დავიტვირთო საქმით, ზედმეტი ფიქრები რომ ავიცილო, ეს თითქმის გამომდის. ნახევარ დღეს კაბინეტში ვატარებ. სავარძელზე, სამუშაო მაგიდის წინ ჯდომა რომ მბეზრდება, ადგილს ხშირად ვიცვლი და ისე ვაგრძელებ "საქმიანობას", თან არცისე სახარბიელო მდგომარეობაში მაქვს ჩემი მშვენიერი უკანალი, თავისუფლადაც ვერ ვჯდები რბილ დივანზე.

_ჯონგუკ, გცალია?

_მოდი, მეი.

მეის ხმას თავის აუღებლად ვცნობ, ფურცელს ვაშორებ კალმის წვერს და მელნის ხაზებით გადაჭრელებულ თაბახს წამში ვკუჭავ. მეი გვერდით ჯდება, ვგრძნობ მის თბილ მზერას. აქამდეც ვთქვი, რომ სასიამოვნო ადამიანი ჩანს, შედარებით კარგი ურთიერთობა მაქვს მასთან, ვიდრე სხვა თანამშრომლებთან, თეჰიონს თუ არ ჩავთვლი, რომელთანაც ამჟამად რა ხდება, საერთოდ არ ვიცი. აქ მომუშავეთაგან განსხვავებით მეი კაცის უბეზე დახამებული სულაც არ არის. ხან მიკვირს, ამ კომპანიაში ამდენი აუტანელი და მოსაბეზრებელი ადამიანი რანაირად შეიკრიბა, შემდეგ მახსენდება, რომ თვით ამპარტავანი, ნაგავი თომასია უფროსი და ყველაფერი ლაგდება.

 And... we can't stop! - K.TH. ☆ J.JK.Место, где живут истории. Откройте их для себя