ეძებთ, ეძებთ და ვერ პოულობთ...
შემდეგ ისევ ეძებთ.
ისევ ვერ პოულობთ...
შემდეგ ალბათ ძებნას წყვეტთ, ან უფრო გულმოდგინედ ეძებთ...
მაშინ, როცა ალფონსებსა და ლიონებს შორის შუღლი ჩამოვარდა, ალფონსების ოჯახი იტალიას მოშორდა და სხვაგან გადავიდა საცხროვრებლად.
მთელი ორი წელი ეძება თაიამ ისინი მაგრამ ვერ იპოვა. შესაძლოა უკეთესიც კი ყოფილიყო მაშინვე ეპოვნა და სიმართლე გაეგო. ახლა ასე ძალიან არ ენდომებოდა ალბათ შურისძიებაც...
ჰო მე ისევ ავცდი ჩემს სათქმელს. იმას ვამბობდი, რომ მთელი ორი წლის განმავლობაში თაიამ ალფონსები ვერსად იპოვა მაგრამ გგონიათ მათი ძებნა შეწყვიტა?
მან გააგრძელა მათი ძებნა.
ის ალფონსებს ეძებდა თუმცა ალბათ ყველანი მიხვდებოდით, რომ ყველაზე მეტად მას გაბრიელის პოვნა უნდოდა.
უნდოდა! უნდოდა და ეძებდა კიდეც! ეძებდა და იპოვა! უკვე მეორედ ვამბობ მეგობრებო ამას, ვინც ეძებს ის მართლაც პოულობს!
და რა მოხდა მაშინ, როცა თაიამ გაბრიელი იპოვა? არაფერი.
არაფერი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი...
უბრალოდ თაია გაბრიელის ყოველ ნაბიჯს თვალს ადევნებდა.
ყოველთვის იცოდა რას ჭამდა, რას სვამდა, ვისთან დადიოდა, ვისთან ცეკვავდა, ვის კოცნიდა, ვის უყურებდა...
იცოდა ყველაფერი და მათ შორის იცოდა სარაზეც. ნუ გგონიათ, რომ ეჭვიანობდა. მან მშვენივრად იცოდა, რომ გაბრიელი სარასთან მხოლოდ გასართობად დადიოდა და წამითაც კი არ უეჭვიანია სარაზე. თაიასთვის სარა ერთი ლუკმა იყო, რომელსაც თვალის დახამხამებაში გადასანსლავდა.
ეს სასტიკი ქალი იმაზე მეტად სასტიკია ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ...
დილამდე იმის ფიქრში გაატარა მთელი ღამე თუ რაოდენ რთული იქნებოდა დღე, რომელიც მთვარის ჩასვლას და მზის ამოსვლას მოყვებოდა.
მას ახლა ყველაზე მეტად ჯენი ადარდებდა.
თუმცა ლუკასის იმედად იყო. ალბათ ამ სასტიკ ქალს ლუკასი ჯენის ფსიქოლოგი ჰგონია...
დილით ისევე, როგორც ყოველთვის მზეზე ადრე წამოდგა და გასასვლელად მოემზადა. გასვლამდე, როგორც სჩვევია ხოლმე ჯენთან შევიდოდა ოთახში, მძინარე დას შუბლზე თბილი კოცნა დაუტოვა და სახლიდან ისე გავიდა. ჯენი ყოველთვის ხვდებოდა თაიას ამ საქციელს თუმცა ამას არასდროს აჩვენებდა თაიას.
ისე იქცეოდა თითქოს ღრმა ძილში იმყოფებოდა და თავისი დის თბილი კოცნა არც უგრძვნია.
ამჯერადაც ასე მოიქცა.
თაიამ შუბლზე კოცნა დაუტოვა და ხმადაბლა დის ყურთან სინანულით წარმოსთქვა.
YOU ARE READING
გამარჯვება
Randomსაკითხავია, როცა მიზანს მიაღწევენ და ერთმანეთს იარაღს დაუმიზნებენ მაშინ თუ გაიმარჯვებს სიყვარული? იქნებ ეს იყოს ბედის ირონიაც... ვინ იცის... __________________________________________ 🔞 don't read to children 🔞