-ლამაზია არა?-ეკითხება და გვერდით უდგება.ლიზა შიშისგან ხტება,თუმცა როცა გვერდით მას ხედავს ყურებამდე ეღიმება და ისევ მზეს გაჰყურებს,რომელიც ცოტაც და წყალში ჩაიკარგება.
-კი ლამაზია-გოგომ ისევ მას გახედა-ისევე როგორც შენ-ნიკმა თავი მისკენ შემოატრიალა,უხერხულად გაიღიმა და თავი ძირს ჩახარა.ლიზა აკვირდებოდა,ბიჭის სახის ყველა ნაკვთს უკვე მერამდენედ სწავლობდა,ათვლა აერია.ეს რომ საგანი იყოს დამიჯერეთ ვერავინ ვერასდროს აჯობებდა.ლიზა მასთან მივიდა და მოეხვია,თვალები დახუჭა და გაინაბა.იღიმოდა,ისე იღიმოდა,რომ ლამის ტუჩები გაეხია.ნიკი დაბნეული აშტერდებოდა მას,ვერ გადაეწყვიტა ჩახუტებოდა თუ არა.
-ლიზ...-უნდოდა მოეშორებინა,თუმცა შეჩერდა როგორც კი მისი მომღიმარი სახე და თვალები დაინახა,რომლებიც სიხარულისგან ბავშვივით უბრწყინავდა,როგორც ყოველთვის.თუმცა ის ხომ ბავშვი იყო,მხოლოდ ჩვიდმეტი წლის იყო და თვრამეტის მალე გახდებოდა.
-იცი,ბედნიერი ვარ რომ ახლა აქ ხარ.უბრალოდ გთხოვ მომეცი საშუალება ბოლომდე გავბედნიერდე...სანამ ამის დროა-ამოიჩურჩულა ლიზამ და ბიჭს უფრო მეტად მოეხვია.ნიკი დააბნია მისმა სიტყვებმა,თუმცა არაფრის თქმას არ აპირებს.ლიზა,ის ხომ უბრალოდ ბავშვია,რომელიც ბუნებამ ასე გაწირა,სულ მარტო დატოვა და ახლა მხოლოდ ნიკის იმედიღა აქვს.ნიკს არ უყვარს ის,თუმცა ლიზა მზადაა მას დაუთმოს მთელი გული.თუმცა ვფიქრობ ეს ასეც არის.ნიკს ყავს შეყვარებული,თუმცა არ უნდა ლიზას მარტო დატოვება,მან ისედაც ბევრი გადაიტანა.აპირებს მოითმინოს,დაელოდოს სანამ სხვა არ გამოჩნდება მის ცხოვრებაში,იცდის იქამდე სანამ "ლიზას ცხოვრებაში ერთადერთი ადამიანის" წოდებას მოიშორებს.თავზე ხელი გადაუსვა გოგოს და თვითონაც მოეხვია.