თავი 1

20 3 2
                                    

დილას ადრე გაღვიძება მჩვევია ჩემს მძინარა უმცროს ძმასთან გიოსთან ოთახში შესვლა და იქაურობის მილაგება, დღესაც ასე მოვიქეცი შემდეგ კვერცხი შევიწვი და ყავა დავლიე, ჭამა დიდად არ მიყვარს. მერე ჩემმა ძმამაც გაიღვიძა და აბაზანაში შევიდა, სიმართლე გითხრათ ყოველთვის მინდოდა უფროსი ძმა მყოლოდა მაგრამ რას ვიზამ, ჩემი 11 წლის ძამიკოც ძალიან მიყვარს. ჭამას მოვრჩი და ჭურჭლის რეცხვა დავიწყე როცა კარზე ზარის ხმა გავიგე, მაშინვე მივხვდი ვინც იქნებოდა
-ნინი!
-ლიკუნა!
ლიკა ჩემი საუკეთესო მეგობარია ერთად გავიზარდეთ
-აბა რას შვები მოდიხარ?
ლიკუნამ გუშინწინ თავის "წვეულებაზე" დამპატიჟა
-კი რათქმაუნდა
-თან ვინმეს გაგაცნობ მაინც დიდი ხანია არავინ მოგწონებია
ეშმაკური გამომეტყველებით შემომხედა და გამიღიმა
-კარგი რა, ხო იცი ჩემი ამბავი
-კი რამდენი ხანია ესე მარტო დადიხარ
მითხრა და თვალები ააბრიალა.
მე ჭურჭლის რეცხვა გავაგრძელე
-კარზე კაკუნია ნინ, მე გავაღებ... გამარჯობა?
-ვინ არის?
პირსახოცით ხელები შევიმშრალე და კარებთან გავედი.. დავინახე ბიჭი მწვანე თვალებით და ყავისფერი ოდნავ ხვეული თმით, ცოტა ხანი გაშტერებული ვუყურებდი შემდეგ ლიკუნამ მხარზე მიჯიკა და გამოვფხიზლდი
-ვისთან ხართ?
-აქ ვინმე ნიტა ხო არ ცხოვრობს?
-ნიტა ჩემ გვერდით ცხოვრობს იმ ცისფერ კარებს ხომ ხედავთ, აი იქ
ვუთხარი და თითით ვანიშნე
-მადლობა და ბოდიში შეწუხებისთვის
-არაფრის.. არაუშ.. არაფერია
ცოტა დავიბენი, ქვევით დახარა თავი გაიღიმა და წავიდა, კარი მაშინვე ჩავკეტე
-ვინ იყო
იკითხა ლიკუნამ ცნობისმოყვარე სახით
-არ ვიცი, ალბათ იმ ჭორიკანა ნიტას ახალი შეყვარებულია
ვთქვი და უცნაურად დავიჭყანე
-ისე ასეთი ლამაზი საიდან მოიყვანა
-იმდენი ბიჭი ყავდა არ გამიკვირდება
გამახსენდა წასასვლელი რო ვიყავით და უცბად შევიცვალე სახე
-ლიზის და სალოსაც დავუძახოთ და წავიდეთ
-კი დავურეკავ
მე ჭურჭლის რეცხვას მოვრჩი და სახლიც მივალაგე, ამასობაში სალო და ლიზიც მოვიდნენ, უცებ ყავა დავლიეთ, მართალია მე უკვე დავლიე მაგრამ ყავაზე უარს არასდროს ვიტყვი,
-წავედით, წავედით
ყველანი გავედით სახლიდან და გასაღები ჩემს ძმას დავუტოვე
ჯერ ადრე იყო ამიტომ შოპინგზე წავედით ლუქის ასარჩევად ყველას ნამდვილად კარგი გემოვნება გვაქვს შოპინგიდან ბევრი პარკით დავბრუნდით და გამოვეწყვეთ
ჩემი ლუქი გოგოებს ძალიან მოეწონათ

ლურჯი ჩემი საყვარელი ფერია და ვფიქრობ ჩემს თვალებსაც უხდება.
-კარგი გავიდეთ
-წავედიით
კარები გასაღებით ჩავკეტე და გავედით. პირველები მივედით რადგან ლიკუნას წვეულება იყო.
ხალხი ნელ-ნელა მოგროვდა. კარგად ვერთობოდით, და უცებ ლიკამ ყურში ჩამჩურჩულა
-შენ პიველი სიყვარულს მოვკარი თვალიო
მე არ დავუჯერე და გართობა გავაგრძელე სანამ მეც არ შევამჩნიე, როგორც მჩვევია ხოლმე გაშტერებული ვუყურებდი უცებ ჩემკენ დაიძრა და გული ისე ამიჩქარდა თითქოს სადაცაა ამომივარდებაო, ეს ესაა უკვე ჩემს წინ დადგებოდა რომ ვიღაცამ თავისკენ შემატრიალა და მითხრა
-გიპოვე
ულამაზესი ღიმილით და ბრწყინავი თვალებით მიყურებდა ბიჭი რომელსაც დღეს დილით ბინა შეეშალა, ჩემს მხრებზე ისევ ხელები ეკიდა, ჩემი გულის ცემა გაორმაგდა მაგრამ მერე "ნიტა" გამახსენდა და ხელები გავაშვებინე
-მიპოვე?
გაურკვეველი სახით შევხედე
-კი, ვიცოდი რო აქ იქნებოდი ნიტამ მითხრა
-ხო...ნიტა, სულ დამავიწყდა
-ძალიან ლამაზად გამოიყურები
-ამ....მადლობა, ბოდიში უნდა წავიდე-
უკან რო მივიხედე "ჩემი პირველი სიყვარული" აღარ ჩანდა, ცოტათი დავწყნარდი და გარეთ გავედი, წინ ისევ ყველაზე სიმპათიური მწვანე თვალება ბიჭის სახე მედგა
-ჯანდაბა, სახელი მაინც მეკითხა
ჩუმად წარმოვთქვი სიტყვები და უკან ვიღაცის ხმა გავიგე
-ლუკა
-ბატონო?
-ლუკა.. ჩემი სახელია
ო არა, ისე გავწითლდი რო მალე გავსკდებოდი სირცხვილისგან
და ტელეფონის ზარმა გადამარჩინა
-ალო
-ალო
-რას გინდა გიო?
-სახლიდან ვერ გავდივარ
-რა?
-კარი რატო ჩამიკეტეეეე!!!
ბოლო ხმაზე დაიყვირა და ტელეფონი ყურისგან მოშორებით დავიჭირე დავინახე რომ "ლუკას" გაეღიმა ძლივს შევიკავე თავი რო მეც არ გამღიმებოდა
-ახლავე მოვალ
-მალე მოდ-
წინადადება არ დავასრულებინე ისე გავთიშე და "ლუკას" გვერდი ავუარე, ტაქსს დავურეკე მაგრამ დიდი ხანი მომიწია ლოდინი უკვე ოცი წუთია ველოდები, და ვიღაც მთვრალი ბიჭი მოვიდა ჩემთან
-ოღონდ ეს არა
გულში გავიფიქრე და..
-გამარჯობა ლამაზო
-ბოდიში, უნდა წავიდე
-ნომერი მაინც დამიტოვე
ხელი მაჯაზე მაგრად მომიჭირა და არ მიშვებდა
მერე სხვა გზა აღარ მქონდა და ბოლო ხმაზე დავიყვირე
-დამეხმარეთ! გიჟია!
შემდეგ ბიჭი მოვარდა "მთვრალ" ბიჭს უჯიკა და წააქცია, ყველა ჩვენს გარშემო შეიყარა
სალომე და ლიკაც მოვიდნენ
-რა ხდება ნინ?!
-მთვრალი ბიჭი ხელს არ მიშვებდა და ამ ბიჭ-
მოტრიალდა და ხმა ჩამიწყდა ის- ის "ჩემი პირველი სიყვარულია"

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Aug 12, 2022 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

პირველი სიყვარული პირველად დარჩებაWhere stories live. Discover now