კასტელს ახლა ისე მოეძალა ფიქრები, რომ მის ისრგვლივ მყოფი ათასი კარიდან ვერცერთს ხედავს გასავლელად. მის გონებაში მარიაა. მხოლოდ მარია. და ის ქალი ვისაც ხატავს. ის ახლა შავი ჩრდილის ფანქრით ხელში, თავისი სამხატვრო დაფის წინ ჯდას და უცნობი ქალის პორტრეტს ისევ ხატავს. მაგრამ მარიაზე ფიქრობს და ხატვის მუზები სადღაც გარბიან. სათვალეებიანი მამაკაცი ცდილობს მარია სკოტი გააქროს თავისი გონებიდან და მხოლოდ ლუსიზე იფიქროს. ცდილობს მაგრამ უშედეგოდ.
მარიაც იმავეს ცდილობს. ისიც ცდილობს კასტელის ცივ ხუმრობებზე გული არ აუჩქარდეს და მუცელში მწვავე დარტყმები არ იგრძნოს. მაგრამ არც მარიას გამოსდის ეს...
ახლა ორივე მოღალატეები გამოდიან. კასტელმაც დაივიწყა, რომ ლუსი უყვარდა და მარიამაც. არცერთს არ უნდა აღიარება. ორივე გაურბის მაგრამ ვიცი. ზუსტად ვიცი, რომ ოდესმე ყველა იღლება ვინც გარბის განსაკუთრებით კი ის ვინც სიყვარულს ან რეალობას გაურბის. რამდენიც არ უნდა ირბინო სიყვარულს ვერ გაექცევი ვერასდროს. ამას სიკვდილიც კი ვერ შეცვლის და გაქცევას რა შეუძლია?! მხოლოდ პიროვნების უსუსურობის დამტკიცება. მეტი არაფერი.
გოგონა თავისი ოთახის ფანჯარასთან ყავის ჯიქით ხელში ჯდას და ფიქრობს.- ამ ჭიქიდან ყავა მართლაც ტკბილი ყოფილა. - ამოილაპარაკა თავისდაუნებურად, შემდეგ კი როცა გააცნობიერა რასაც ამბობდა ჭიქა მაშინვე უხეშად დადო ფანჯრის რაფაზე.
თითქოს ამით მის ნათქვამს შეცვლიდეს, ან რეალობას... უჯრიდან თავისი საყვარელი დღიური ამოიღო სადაც ხშირად წერდა ხოლმე რაღაცეებს. თავიდან კითხულობდა შემდეგ კალამი აიღო და წერა დაიწყო. ვერ გეტყვით რას წერდა.
წერის დროს გზადაგზა ჩერდებოდა და რაღაცაზე ფიქრობდა. ალბათ აზრების დალაგებას ცდილობდა, მაგრამ მისი მიმიკით თუ ვიმსჯელებდი მარიასთანაც არ უნდა მოსულიყო წერის მუზა, ისევე როგორც ალექსისითან, ხატვის...
ერთი წერდა და არ გამოსდიოდა, მეორე ხატავდა და არც ამას გამოსდიოდა... მიუხედავად იმისა, რომ მარია კარგი მწერალი იყო, ალექსი კი კარგი მხატვარი მაინც ვერ ასრულებდნენ თავიანთ საქმეს ისე როგორც საჭირო იყო.. მაგრამ ისინი შეყვარებულები იყვნენ და ამ გრძნობის აღიარება არ უნდოდათ. დარწმუნებული ვარ როგორც კი საკუთარ თავებს გამოუტყდებოდენ ამაში მშინვე დიდძალი მუზები ეწვეოდათ. ოღონდ კასტელი მარიას ხატვას დაიწყებდა მარია კი კასტელზე დაწერდა.
მიუხედავად გაფანტული აზრებისა მარიამ მაინც ბოლომდე ჩაამთავრა ის რისი დაწერაც უნდოდა და დღიური კვლავ თავის ადგილას დააბრუნა. ალექსმა კი ხატვა შეწყვიტა და ჩაბნელებულ ოთახში გადაინაცვლა სადაც კედლები სავსე იყო ლუსის და ჰენრის ფოტოებით. კუთხეში მდგარი მაგიდისკენ დაიძრა და სავარძელში უხეშად მოკალათდა. სავარძლის საზრუგეს ბოლომდე მიეყრდნო თავი უკან გადასწია თვალები დახუჭა და ფიქრი დაიწყო. შვიდი წუთის განმავლობაში ასე იყო და ფიქრობდა, შემდეგ გასწორდა და ლეპტოპი ჩართო. რაღაცას თვალი გადაავლო და საბოლოოდ გადაწყვიტა რაღაც. მობილური აიღო და თაიასთან დარეკა.
YOU ARE READING
გამარჯვება
Randomსაკითხავია, როცა მიზანს მიაღწევენ და ერთმანეთს იარაღს დაუმიზნებენ მაშინ თუ გაიმარჯვებს სიყვარული? იქნებ ეს იყოს ბედის ირონიაც... ვინ იცის... __________________________________________ 🔞 don't read to children 🔞