როცა ბარონმა მხრებიდან ძლივს ერთი ტვირთი მოიხსნა მაშინვე მეორე მოეკიდა.
ლიონების სახლისკენ მიმავალ, ბაიკიან ახალგაზრდას კასტელის სიტყვები უტრიალებს თავში. მიხვდა ალექსი რასაც გულისხმობდა, მაგრამ არ უნდოდა აღიარება.
ბაიკი სახლისგან მოშორებით გააჩერა. ჩაფხუტი მოიხსნა და სახლისკენ გასწია.
კართან მისული უკან გამობრუნდა და წასვლა დააპირა.
თუმცა შეჩერდა.
ისევ სახლისკენ მიბრუნდა და ამჯერად ყოველგვარი ყოყომანის გარეშე შევიდა სახლის ეზოში.
ჯენის ოთახის ფანჯრისკენ დაიძრა. კარიდან შესვლა თავში აზრადაც კი არ მოსვლია, ფანჯარაზე აცოცდა და გოგონას ოთახში ფანჯრიდან გადაძვრა.
ოთახი ცარიელი იყო."დაველოდები!"
გაიფიქრა ბარონმა და ჯენის საწოლზე ჩამოჯდა.
და ამ ლოდინში კიდევ ერთხელ დაფიქრდა. უყვარდა განა ჯენს? თუ კასტელი მართალი იყო და მხოლოდ ლუკასის დასავიწყებლად სჭირდებოდა მას დანიელი? უნდადა კი ჯენისგან ამის მოსმენა?
ფიქრებს მობილურზე მოსული შეტყობინბა აწყვეტინებს. შეტყობინება რა თქმა უნდა ჯენისგანაა."სად ხარ? საღამოს შეგიძლია ჩემთან მოხვიდე სახლში?"
"შენს ოთახში ვარ, ამოდი..."
პასუხი დაუბრუნა და მობილური ჯენის საწოლზე მიაგდო თვითონ კი წამოდგა, ღრმად ამოისუნთქა და გოგონასთან მძიმე დიალოგისთვის მოემზადა.
ოთახში ბოლთას სცემდა. ჯენს ერთი წუთიც კი არ დასჭირვებია ოთახში ასასვლელად, დანიელისთვის კი ეს დრო საუკუნეებად იწელებოდა.- დანიელ რატომ არ დამირეკე მოსვლას თუ აპირებდი? - შესვილსთანავე ჰკითხა გოგონამ და ბარონს მიუახლოვდა.
ის ხმას არ იღებდა. გოგონას უემოციოდ უყურებდა და ისევ ფიქრობდა.
ფიქრობდა გაერისკა და ეკითხა თუ არა.
საბოლოოდ გარისკა.
YOU ARE READING
გამარჯვება
Randomსაკითხავია, როცა მიზანს მიაღწევენ და ერთმანეთს იარაღს დაუმიზნებენ მაშინ თუ გაიმარჯვებს სიყვარული? იქნებ ეს იყოს ბედის ირონიაც... ვინ იცის... __________________________________________ 🔞 don't read to children 🔞