4

311 35 11
                                    

-მიყვარს ასეთი ამინდი, კომფორტულია.-ჯონგუკს ლამის გულის შეტევა დაემართა. ის ის იყო თვალები გაახილა, ჯერ ისიც არ იცოდა რომელ საუკუნეში იყო. თეჰიონი გვერდით მისწოლოდა და ჭერში იყურებოდა. ჯონმა ფანჯარაში გაიხედა.

არ წვიმდა, არც მზე იყო, არც ქარი უბერავდა არაც ერთი მხრიდან. ნაცრისფერი ღრუბლებით შემკული ციდან არაფერი ისმოდა, არც სითბო და არც სიცივე. მართლაც კომფორტული დილა იდგა, ისეთი სახლში, სავარძელში მოკეცილმა რომ უნდა გაატარო და დადებითი გრძნობებით იყო სავსე.

-ავდგეთ,-ლოყაზე უეცარი კოცნით გაუხეთქა გული ჯონგუკმა კიმს.

-რას აკეთებ?

-სახე ისე ახლოს გქონდა, შენი კანი კი ჩვილი ბავშვის ტრაკივით არის.-ჩაეღიმა ჯონს.

-გუკი, მოგხვდება.-გაბუტული ბავშვივით გადმოყარა წინ ტუჩები თეჰინმა.

-რა დამიძახე?-გული აუფრთხიალდა შავგვრემანს.

-გუკი.

-არასოდეს მოუმართავთ ჩემთვის მეტსახელით.-აჟიტირებულმა ჩაიკრა გულში გამხდარი ბიჭი.

-ავდგეთ.-ჩაახველა თეჰიონმა.

   იმ დღეს თეჰიონი ზედმეტად სენსიტიური იყო, ადგნენ თუ არა ერთ საათში კოკისპირულმა წვიმამ დასცხო და სახლიდან გასვლაც ვეღარ შეძლეს. ბებიამ სასუსნავები მოამზადა. კიმს ბევრი არაფერი უთქვამს მაგრამ ყოველი სიტყვის მერე ეტყობოდა რომ ცრემლებს ყლაპავდა. შუადღით წიგნის კითხვისაგან თვალებდასიებულმა კიმმა ცოტახანს წამოწოლა გადაწყვიტა.

-დავწვები რა შენთან,-სთხოვა დიდიხნის მანძილზე ოთახში განმარტოვებულ ჯონგუკს. განუყრელი ლურჯი შორტი ეცვა, ტერფს გრძელ წვივზე ისვამდა და ოდნავ ტუჩები დაბერვოდა, კოპებიშეკრული იდგა. როგორც გაბუტული ფისო.

-რა თქმა უნდა,-ჯონგუკი მაქსიმალურად ჩაჩოჩდა კედლისაკენ და ადგილი დაუთმო დეიდაშვილს.

son of warDove le storie prendono vita. Scoprilo ora