23🌸

418 37 18
                                    

იღიმის... იღიმის!

***

-ცას ახედე, რა ლამაზი ხარ-ჯიმინმა თითით ანიშნა შავგვრემანს და ამ უკანასკნელმაც ღიმილით ახედა მანათობელა სავსე მთვარეს

-ეს იმიტომ, რომ ბედნიერია-ღიმილით მიუგო მან და ხელები თავის პატარას თეძოებზე დაასვენა.

-და რა ხდის მას ასეთ ბედნიერს?

ჯონგუკი დადუმდა. მისი სახე წამებში დასერიოზულდა. ის აღარ იყო უწინდებურად ბავშვური მაკნე, თითქოს ერთ დღეში გაიზარდა.

ჯიმინის თვალებში ნერვიულობა ჩადგა, თუმცა მაშინვე გაქრა, როცა უმცროსმა სიბნელეში ქერას რბილ, სქელ ტუჩებს მიაგნო და თავისათი დაფარა.

-ჯიმინ, მინდიხარ.. მთელი ჩემი ცხოვრება-კოცნებს შორის ამოიჩურჩულა და ცერა თითი ჯიმინის ქვედა, უკვე სველ, ბაგეს გადაუსვა. ქერას ნაცნობმა, სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა მთელს სხეულში.

-მ მეც ჯონგუკ, მეც..-ბედნიერებისგან ხმააკანკალებულმა სწრაფად თქვა, მაკნეს უფრო მჭირდოდ მიეკრო, კისერზე ხელები შემოხვია და შუბლი მისას მიაყრდნო.

-მაშინ.. გახდები ჩემი სამუდამო თანამგზავრი?

-გავხდები..

-თუნდაც სამყარო ჩამობნელდეს?

-თუნდაც სამყარო ჩამობნელდეს!

მოულოდნელად ჯიმინმა ჯონგუკის ხელი აიღო და სულ მალე მის ხელზე ოქროსფერმა ნივთმა დაიწყო ბზინვა. ჯონგუკმა დახედა ბეჭედს და ფართოდ გაუღიმა მის წინ მდგომს.

-ახლა ერთნი ვართ, მე შენ.. შენ კი მე

-მიყვარხარ

-მიყვარხარ!

ცხოვრება არ არის მარტივი. პირიქით, ხანდახან, ძალიან რთულია, მაგრამ თუ მე შენს გვერდით ვიქნები, შენ კი ჩემი.. თუ ერთმანეთის გვერდით ვიქნებით, ეს უკვე კარგია...

ჯიგუკის სიყვარულიც არ ყოფილა მარტივი, მაგრამ მათაც ჰყავდათ ერთმანეთი. ჯონგუკს ჯიმინი.. ჯიმინს კი ჯონგუკი.

ორი ადამიანი მთელი სამყაროს წინააღმდეგ, უცნაურია, არა?

მაგრამ მათ გაიმარჯვეს..

გაიმარჯვეს, როცა ხელი ძლიერად ჩაჭიდეს ერთმანეთს, სცენაზე ავიდნენ და კვლავ დაიწყეს სიმღერა...

გაიმარჯვეს, როცა ხალხმა კვლავ დაიწყო მათი მოსმენა და ტაშის დაკვრა..

გაიმარჯვეს, როცა არ დანებდნენ, არ დაუჩოქეს.. უარი თქვეს სიცარიელესა და სიმარტოვეზე.. ამის ნაცვლად მიიღეს სიყვარული და სამუდამოდ ერთად დარჩნენ.

სამუდამოდ ბედნიერები,

სამუდამოდ ფერადები,

სამუდამოდ,

სამუდამოდ,

სამუდამოდ!


🌸დ ა ს ა ს რ უ ლ ი🌸

არ მჯერა, რომ დავასრულე. არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან მიყვარს ეს ფიკი.. შეიძლება იმიტომ, რომ პირველია, რომელიც დავასრულე. იმედი მაქვს, ოდნავ მაინც ისიამოვნეთ კითხვის დროს. დიდი მადლობა მინდა გითხრათ თითოეულ მკითხველს. მადლობა, რომ მომყვებოდით, მელოდებოდით და ბოდიში ლოდინისთვის. ძალიან უყვარხართ თქვენს ლალეს🧚‍♀️💜

You are me, I'm you (დასრულებული) Where stories live. Discover now