39

654 51 28
                                    

"ვინა არის მინჯე?"-გაიმეორე ჯიმინმა და გარშემო ყველას მოავლო თვალი რომლებიც შეძრწუნებულიყვნენ.

"ამას...ამას ჩვენ ვერ გეტყვით. ეს ჯონგუკისგან უნდა გაიგო."-ნამჯუნმა მისგან გაიხედა.

"რა? ჰიონ! უბრალოდ მითხარი! დარწმუნებულიც კი არ ვარ რომ გუკი ოდესმე...უბრალოდ..."-მან კიდევ ერთხელ მიმოიხედა გარშემო და თეჰიონს შეხედა.

"გთხოვ..."-შეევედრა საუკეთესო მეგობარს.

"ჯიმინ მე მართლა---"

"ის უფროსი ძმასავით იყო ჯონგუკისთვის და ის მოკლეს. პირდაპირ მის თვალწინ. მხოლოდ იმიტომ რომ გეი იყო. იგი სიძულვილს შეეწირა."-თქვა იუნგიმ.

ჯიმინს სუნთქვა შეეკრა.

"არა...რა...ის-ის მეტყოდა..."-ხელები გაეყინა მას.

"არც ჩვენთვის არ აპირებდა თქმას. მხოლოდ მაშინ გვითხრა...როცა ყვირილი დავუწყე და ვეკითხებოდი რატომ ეშინოდა თავისი ორიენტაციის აღიარების."-დაღონებით თქვა იუნგიმ.

"ჰიონ..."-ნამჯუნი ისევე როგორც ყველა შოკში იყო. რატო გააკეთა იუნგიმ ეს?
"ჯონგუკი ეტყოდა ყველაფერს."

"რატო? გინდა რომ ისევ ამ მოგონებებით გააგრძელოს ცხოვრება? განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ლისასთან ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს. მან უნდა იცოდეს ეს. იმას ვაკეთებ რასაც ნებისმიერი უფროსი ძმა გააკეთება. ორივესთვის."-იუნგის ხმა უკანკალებდა. იცოდნენ რომ ის ცრემლებს ებრძოდა. როცა გავლა სცადა ჯინი ძლიერად ჩაეხუტა და შეწინააღმდეგების ნაცვლად მოითენთა. ყველაზე ძლიერსაც კი აქვს სუსტი მომენტები.

ჯიმინმა ტირილი დაიწყო.

"ის---ის ცდილობდა...ძალიან სულელი ვარ. მე...მე მას ხელი ვკარი."-ტიროდა ის. არ გაუკვირდება თუ ჯონგუკი ლისასთან ურთიერთობას გამოასწორებს. რატომ უნდა არჩივნოს ჯიმინი ამ ყველაფრის მერე?

"ჰეი!"-ჰოსოკი სახეზე მოეფერა მას.

"ჰიონ...მე..."-ტირილისგან სუნთქვა უჭირდა. ჯინმა იუნგის გახედა სევდიანად.

STRAIGHTWhere stories live. Discover now