კიდევ ორი თვე გავიდა.ლიზა კიდევ და კიდევ ეჩვეოდა ნიკს,მის გვერდით თავს ისე გრძნობდა თითქოს ცაში დაფრინავდა.აიგნორებდა ნებისმიერ ცივ დამოკიდებულებას ან ნიკის ფლირტს სხვა გოგოებთან,თუმცა ყოველთვის როცა მარტო რჩებოდა ემოციებისგან იცლებოდა.ძულს ის რომ ასეთი სუსტია,ის რომ პატარაა და ნიკს ტვირთად აწევს.ამ ყველაფერს ხვდება მაგრამ ჯერ არ არის აღიარებისთვის მზად.ნიკიც ნელ-ნელა უფრო ეჩვევა მას.თითქოდ მოსწონს მასთან დროის გატარება,მაგრამ ხანდახან უჭირს ხოლმე ემოციების გაკონტროლება მაშინ,როცა გაღიზიანებული ან ვინმეზე გაბრაზებული ლიზაზე ანთხევს ჯავრს,რაც უნდა შეწყვიტოს,მაგრამ უჭირს,თუმცა ცდილობს,ეს ჩანს.
-ჰეი-მხიარულად შესძახა გოგომ მას შემდეგ,რაც ნიკმა გოგოს კარი გაუღო.დღეს კიდევ უფრო ბედნიერია ლიზა.ნიკმაც გაუღიმა და მიესალმა.
-შემოდი-შიგნით მხიარულად შევიდა და მისაღებში გაიქცა.დივანზე დახტა და ნიკს ახედა.ბიჭს გაეცინა და წინ დაუჯდა.
-რამ აგაღფრთოვანა?-კითხა ღიმილით.ლიზამ ცოტათი წარბები შეკრა,თუმცა ისევ გაიღიმა.
-არ ვიცი,იქნებ დღეს განსკაუთრებული დღეა-თავი ძირს დახარა და თავის თეთრ მოკლე ქვედაბოლოდ წვალება დაუწყო.
-ჰმმმ რამე ხდება?-კითხა ბიჭმა და წინ გადაიხარა.ლიზამ ბიჭს ახედა და შემდეგ ამოიოხრა.
-ნუ არაფერი განსაკუთრებული,დაივიწყე-უცებ მოიწყინა ლიზამ.ბიჭი ვერ მიხვდა რატომ განაწყენდა ასე უცებ ლიზა.
-ჰეი რამე გამოვტოვე?-ლიზამ კვლავ გაიღიმა და ბიჭს ახედა.
-არა არა-ხელები საყვარლად გაასავსავა და გაიცინა-უბრალოდ ძალიან კარგი ამინდია,შესაბამისად კარგი დღეა.ვფიქრობდი ხომ არ შეგვიძლია გავისეირნოთ?-იკითხა ფრთხილად და ფრთხილად შეხედა ნიკს.
-რა თქმა უნდა შეგვიძლია პრინცესა,შენ მითხარი სად წავიდეთ და წავალთ.-ლიზამ ტაში შემოკრა და ნიკს ლოყაზე აკოცა.ფეხზე წამოხტა გოგო.