ჩუმად შევაბიჯე ჯერ კიდევ ცარიელ უნიში, სიცივისგან გათოშილს შენობაში შესვლა ძალზედ მესიამოვნა, ხელები ერთმანეთს გავუსვი, სახესთან ახლოს მივიტანე და ორთქლი შევუბერე.
შემდეგ წიგნებს ხელები შემოვხვიე და პირველ ლექციაზე შევედი. შიგნით ბევრი არ იყვნენ, ჯერ კიდევ დიდი დრო იყო ლექციამდე, მე კი უბრალოდ აქვე ვიყავი და აღარც დამიცდია.
-ნევე როგორ ხარ-ანა ღიმილით გადამეხვია.
-როგორი თბილი ხარ-ჩემს სიტყვებზე სიცილი აუტყდა.
-შენ კი სულ მთლად გაყინული.
-ოხ, ვიცი-ამოვიხვნეშე და ჩვეული ადგილისკენ წავედი, ანაც გვერძე მომიჯდა და თავი მხარზე ჩამომადო.
ერთადერთი ადამიანი რომელიც მაძლებიებს, ერთადერთი მეგობარი რომელიც მყავს.
არ ვიცი რატომ არის ჩემთან ასეთი რადიკალურად განსხვავებული ადამიანი, უმრავი მეგობარი ჰყავს, სულ მხიარულია, მუდმივად გადარეულ ხასიათზეა და გართობა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
მე კი უბრალოდ მოსაწყენი, მუდამ ჩუმი, დანაღვნიალებული და საშინლად აუტანელი ხასიათის მქონდე ადამიანი ვარ, ალბათ ამიტომაც არ მყავს მის გარდა სხვები.
აუდიტორია თანდათან ივსებოდა, შიგნით შემოსულებს მზერას ვავლებდი და ჩემმა მზერამ მალევე გამოიჭირა "ის" ვისაც ვეძებდი.
თავი სწრაფად ჩავხარე, ანამაც იგრძნო და წარბშეკრულმა გამომხედა.
-ნევე-ნაზად დაიწყო-ის შენს სიყვარულს არ იმსახურებს...გთხოვ.
-ვიცი-სწრაფად მივუგე, არ მინდოდა ამაზე საუბარი.
-მაშინ ისიც გეცოდინება რომ გუშინწინდელი ამბავი ალბათ არც ახსოვს.
-ამას არ აქვს მნიშვნელობა-ამოვიოხრე და კიდევ ერთხელ გავხედე.
მის ძმაკაცებთან ერთად რაღაცაზე გაცხარებით საუბრობდა და შიგა და შიგ იცინოდა, ღიმილი ჩემს ტუჩებსაც ეპარებოდა მის ნაჩხვლეტებს რომ ვამჩნევდი ლოყებზე.
YOU ARE READING
Heartbeat💓
Randomდასრულებული.. მითხარი სად მიდიხარ ნევე-მკაცრად თქვა-ჩემს მოთმინებას ნუ ცდი. -რა ჯიუტი ვინმე ხარ-ბუზღუნით ამოვილაპარაკე-საავადმყოფოში. -რა გინდა საავადმყოფოში? -ანგარიში გაბარო?-გაღიზიანებულმა ვკითხე. -თუ საჭირო იქნება კი. -შენ ვინ გეკითხება. -შენი გ...