როგორც წესი ღამით სამყარო სიყვარულისთვის იბრძვის.
თაია - შურისძიებისთვის. სამყარომ აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს. სიყვარული შურისძიებაზე ძვირფასია და არა მარტო შურისძიებაზე არამედ ყველაფერზე რაც კი ამ ქვეყნად არსებობს...თაიას სტუმართა რაოდენოდა ერთით შემცირდა მაშინ როცა ლუკასი იქაურობას გაეცალა.
სკოტს არ უნდოდა მისი ცხოვრების სიყვარული სხვა მამაკაცის გვერდით ენახა და გაექცა სიტუაციას.
ალბათ ისევ სადმე კლუბში წავა და დალევს. დალევს გათიშვამდე შემდეგ კი სისულელებს ილაპარაკებს და ვინმე ლამაზმანს ისევ აკოცებს.დანიელი თავს გამარჯვებულად გრძნობდა.
ჯენის გვერდით იყო და არაფერი აინტერესებდა. არაფერი გარდა საყვარელი ქალისა.
კასტელი...
ცოტა რთული ვითარებაა.
არ იცოდა რა სჭირდა, რა სურდა...
მხოლოდ ის იცოდა, რომ მარია ხელში უნდა ჩაეგდო, უკვე აღარ აინტერესებდა მარიას რამდენად სურდა ეს. სკოტის უხეში პასუხის გამო კასტელს ძლიერი სურვილი გაუჩნდა დაემტკიცებინა ვის ხელში იყო ძალაუფლება.
ახლა მარიას მოსაპოვებლად ყველაფერზეა წამსვლელი მანამდე კი თამაში გადაწყვიტა. თამაში სასტიკი წესებით სადაც მთავარი მოთამაშეები თაია და გაბრიელი არიან.- ქალბატონო თაია თქვენი სტუმრები მოვიდნენ.
დიასახლისმა თაიას ალფონსების მოსვლა ამცნო და სამზარეულოში გაბრუნდა. თაია კი ფეხზე წამოდგა და სტუმრებისკენ გასწია. გასვლისას კასტელმა შეაჩერა და გოგონას ხმადაბლა ჩასჩურჩულა ყურში.
- შეცდომები არ გვინდა. მათ აჩვენე, რომ შურისძიება არ გსურს და დაუახლოვდი...
პირველი რაც გაბრიელმა შეამჩნია ეს თაიას კაბა იყო. მამაკაცს მაშინვე ძლიერ შეუტოკდა გული. მაგრამ, ეს არ შეიძლება. აჩქარებული გული უნდა დააწყნაროს ან ამოიგლიჯოს და სადღაც შორს მოისროლოს.
და აი ესეც ასე, თავს იმშვიდებს და ირონიული თავის დაკვრით ესალმება მათ.
YOU ARE READING
გამარჯვება
Randomსაკითხავია, როცა მიზანს მიაღწევენ და ერთმანეთს იარაღს დაუმიზნებენ მაშინ თუ გაიმარჯვებს სიყვარული? იქნებ ეს იყოს ბედის ირონიაც... ვინ იცის... __________________________________________ 🔞 don't read to children 🔞