კარების გაღების ხმაზე ნიკი დაფეთიანდა და ახალგაზრდა გოგოს მოშორდა,რომელიც მისი ახალი შეყვარებული იყო.ცოტა ხანში ოთახში ლიზა შემოდის,მათ ზედაც არ უყურებს და კიბეებზე სვლას იწყებს.
-ჰეი ლიზ-დაუძახა ნიკმა და ამ დროს გამოხედა გოგომ მათ.თვალები ჩაწითლებული ქონდა და აშკარა იყო რომ იტირა.-ყველაფერი რიგზეა?-კითხა ნიკმა.ლიზამ ოდნავ გაუღიმა.
-კი,ყველაფერ რიგზეა,ყველაფერი კარგად იქნება-შემდეგ დივანზე მჯდომ გოგოს გახედა,გაუღიმა და კვლავ მისი ოთახისკენ სვლა დაიწყო,თუმცა უფრო სწრაფი ნაბიჯებით.
ლიზა უკვე დაახლოებით სამი თვეა ნიკთან ერთად ცხოვრობს,მას შედმეგ,რაც მის სახლში ხანძარი გაჩნდა.პირველი თვე ძალიან ხალისიანი იყო,თუმცა შემდეგ უცნაურად მოქცევა დაიწყო.უფრო გაცივდა,თუმცა ნიკთან ბედნიერებას მაინც გრძნობდა.შემდეგ ნიკმა შეყვარებული გაიჩინა,რის შემდეგაც ლიზა თავის თავს არ გავს.ამას ნიკიც კარგად ამჩნევს.რამდენჯერაც საუბარი ცადა იმდენჯერ თავი აარიდა ან გარეთ გასვლა მოიმიზეზა.ნიკი დიდად ყურადღებას აღარ აცქცევს,მაგრამ ცოტათი მაინც ღელავს.
-ჰეი,ლიზ კარგად ხარ?-დაკაკუნების შემდეგ ოთახში შედის ბიჭი.ლიზა საწოლზე გვერდულად იწვა,როცა ნიკი შემოვიდა მას გახედა,ოდნავ გაუღიმა და თავი დაუქნია.
-ყველაფერო კარგად იქნება-კიდევ უფრო გაუღიმა და ოდნავ წამოჯდა.ნიკი მასთან მივიდა,წინ დაუჯდა და ლოყაზე მიეფერა.გოგო გაინაბა და მის ხელს ლოყით დაეყრდნო.
-მოწყენილი მეჩვენები და არ მომწონს-ცერა თითით ფერება დაუწყო ლოყაზე გოგოს.ლიზამ თავი გააქნია და დიდზე გაიღიმა
-არ ვარ,ხო ხედავ,ვიღიმი-გაიცინა და უფრო კომფორტულად დაჯდა ნიკის წინ.ბიჭი გოგოს სახეზე აკვირდებოდა და სინანულს ვერ მალავდა.აშკარა იყო,რომ ლიზა ისევ ისეთი ბედნიერი აღარ იყო,ნაკლებად იღიმოდა და ხშირად ცუდ ხასიათზე იყო.ნიკს თავს არიდებდა და იშვიათად ესაუბრებოდა.