გასულ ღამეს მარია ლიონებთან დარჩა. დილით კი როცა უკვე გაიღვიძა სახლში მხოლოდ ჯენი დახვდა. როგორც ჩანს თაია უკვე გასული იყო.
- დილა მშვიდობისა მძინარე მზეთუნახავო.
მისაღებ ოთახში ტელევიზორთან დასკუპებეულმა ჯენმა მეგობარს მისალმა და ნაყინი შესთავაზა.
- გინდა? მარწყვის არომატისაა.
- არა მადლობა, სახლში მარტო ვართ?
- სათვალეებიანს ეძებ? გუშინ ყველზე ადრე მან წავიდა, პემანი მაქვსო რომ თქვა არ გახსოვს? არასწორ მისამართზე ეძებ, აქ ვერ იპოვი.
- რას სულელობ?
ნახევრად მძინარე მარიამ ჯენს ბალიში მოუქნია, თვითონ კი დივანზე დაენარცხა და ბოლომდე გადაწვა.
- ძილი დამაკლდა...
მთქნარებით წარმოსთქვა.
- დაგაკლდებოდა თუ მთელი ღამე კასტელზე ფიქრობდი.
- რას ამოიჩემე ეს კასტელი?
- აჰა, ანუ მე ამოვიჩემე, კარგი.
მარიამ პასუხი აღარ გასცა. დივნიდან წამოდგა ისევ საძინებლისკენ გაემართა რა დროსაც კარზე ზარის ხმა გაისმა.
- ალბათ კასტელია, თაიამ მითხრა მოსვლას აპირებსო.
თქვა ჯენმა და კარისკენ წავიდა.
და ზუსტად ახლა გაახსენდა მარიას კასტელის შემოთავაზება. გაახსენდა რომ გუშინ საღამოს ალექსისთან ერთად ნახევარი საათით უნდა გასულიყო.
სანამ ჯენი კართან მივიდოდა და კარს გააღებდა, მარიამ სწრაფი ნაბიჯებით აირბინა კიბეები და მეგობრის ოთახში შევიდა.
ჯენი კი კართან გაოცებული დგას და ცდილობს გაარკვიოს რატომ მივიდა ლიონებთან გაბრიელი.- გაბრიელ? აქ რისთვის მოხვედი?
- შენს დას მოვაკითხე, უთხარი რომ მოვედი და თუ მზადაა წავიდეთ.
- სად უნდა წახვიდეთ? პაემანზე მიგყავს? ბოლომდე მღვიძავს? რეალობაში ვარ? თქვენ მართლა დადეთ ერთმანეთთან მშვიდობის ქარტია თუ ორივე ორმაგ თამაშს თამაშობთ?
YOU ARE READING
გამარჯვება
Randomსაკითხავია, როცა მიზანს მიაღწევენ და ერთმანეთს იარაღს დაუმიზნებენ მაშინ თუ გაიმარჯვებს სიყვარული? იქნებ ეს იყოს ბედის ირონიაც... ვინ იცის... __________________________________________ 🔞 don't read to children 🔞