იცვლება მეგობრებო...
ყველაფერი იცვლება!
იგივე არაფერი არ რჩება.
დროთა განმავლობაში ჩვენც შევიცვლებით და ჩვენს ირგვლივ ყველაფერი გარდა ჰაერისა, რომელსაც ვსუნთქავთ, თუმცა არა, შესაძლოა ესეც შეიცვალოს...
იცვლება ბოროტი ადამიანი, ოღონდ უკეთესობისკენ, მაგრამ ასევ იცვლება კეთილი ადამიანიც ცუდისკენ.
ყველაფერს და ყველას მხოლოდ და მხოლოდ სიყვარული ცვლის.სიყვარულმა შეცვალა დანიელ ბარონიც. დიახ მეგობრებო დანიელი ჯენის სიყვარულმა შეცვალა. ერთი ჩვეულებრივ ქუჩის ბიჭი იყო, რომელსაც სასმელის გარდა თითქმის არაფერი აინტერესებდა. თუმცა ბოლო ორი წლის მანძილზე მან ჯენი იპოვა. იპოვა თავისი წილი ბედნიერება.
მაშინ როცა, ჯენი მთელი ორი წელი თავისი უფროსი დის გამო იტანჯებოდა.
პატარა ქალბატონი სახლიდან ყოველ ღამე გამორბოდა და ქუჩაში ეძებდა სიმშვიდეს, სრულიად შემთხევით, დანიელს გადააწყდა თუმცა ეს დაგეგმილიც კი იყო.ერთმანეთს კარგად გაუგენ.
ჯენმა თავისი ტკივილი გაუზიარა მას, მოუყვა თავის დაზე, მშობლებზე, მეგობარზე...
ყველაფერზე.
ყველა იმ წყეულ სიზმარზე რაც ლუსის გამო ნახა და დანიელმა შეძლო პატარა ქალბატონის დამშვიდება.
მან შეძლო ჯენის ამ ჯოჯოხეთიდან ამოყვანა.
თუმცა თაია მაინც თვლიდა, რომ დანიელს უფსკრულისკენ მიჰყავდა პატარა ქალბატონი.
ჯენმა დანიელის ტკივილიც გაიზიარა.
ახალგაზრდა მამაკაცს რთულ დროს გვერდში დაუდგა და ხელი ჩასჭიდა.
აჩვენა, რომ წვიმის დროს ცისარტყელამაც შეიძლება გამოანათოს და დაანახა, რომ სამყარო მხოლოდ შავთეთრი კადრებით არ შემოიფარგლება.
მათ იპოვეს ერთმანეთი და
ამის შემდეგ ძლივს შეძლენ ღამით დაძინება და ცხოვრებას ფეხიც კი აუწყეს.გაინტერესებთ ალბათ სად იყო მაშინ ლუკასი როცა ჯენს ასე უჭირდა...
ლუკასმა არაფერი იცოდა. საზღვარგარეთ იყო წასული სწავლის დასასრულებლად და მხოლოდ მაშინ დაბრუნდა, როცა ჯენის გული უკვე დანიელს ეკუთვნოდა.
მხოლოდ მაშინ გაიგო რაც დაემართა ლიონების ოჯახს მთელი იმ დროის მანძილზე როცა ის აქ არ იყო.
YOU ARE READING
გამარჯვება
Randomსაკითხავია, როცა მიზანს მიაღწევენ და ერთმანეთს იარაღს დაუმიზნებენ მაშინ თუ გაიმარჯვებს სიყვარული? იქნებ ეს იყოს ბედის ირონიაც... ვინ იცის... __________________________________________ 🔞 don't read to children 🔞