ნაწილი

2 1 0
                                    

-ყველაზე და ყველაფერზე ლამაზი იყო ეკა, ბაბუ. მის გარშემო უხაროდათ ადამიანებს ჩავლა. თან ისეთი გონიერი იყო, როგორ საუბრობდა ის უნდა გესმინა მარტო. ჩვენს სოფელში ყველას უყვარდა ჩემი ეკატერინე ბაბუ...
-შენ ბაბუ? შენ გიყვარდა ეკა?
-ეჰ ბაბუ, ცხოვრებაზე მეტად... ბედმა გამიღიმა და მეზობლები ვიყავით, როგორც მთაში ისე ბარში. ჩემს ბედნიერებას საზღვარი არა ჰქონდა, როცა მისი ხბოები ან ცხენი იკარგებოდა. დიდი სიამოვნებით, მუცელში პეპლებით და თვალებში თბილი ნაპერწკლებით დავყვებოდი უკან. ხან სად ვეძებდით და ხან სად. მასთან ერთად არსად დამზარებია წასვლა, მახსოვს...
ყველაფერზე ვსაუბრობდით. სამყაროს საოცრებებზე, თუ როგორ ლამაზად ჩადიოდა მზე და რა საოცრად მოყვებოდა მთვარე მეორე მხრიდან. ჩვენი თეორიაც გვქონდა ბაბუ. ან არა, უფრო ეკას თეორია იყო, ვერ მივითვისებ. რომ ვიხსენებ ახლაც თბილი სიო უქრის გულს და როგორც თვითონ ამბობდა ღრუბლებში იძირება ჩემი არსი, რომელიც ღია ვარდისფერ-იისფერ ფერებში ფერადდება.
-რა თეორია? თვალებ გადიდებულმა და ამბის მოსმენით დაინტერესებულმა ნოდომ შესციცინა ზაურს.
ერთხელ, როდესაც ეკას ცხენს ვეძებდით შემოგვიბნელდა. ეკამ მითხრა: შეხედე მზეს ზაურ, როგორ ნელა და აუჩქარებლად იყვინთება ჰორიზონტის კიდესთან მზე. აი იქით გახედე, ხედავ?
-ჰო რა, ჩვეულებრივი მზეა, რა ნახე ახლა მაგაში განსხვავებული? ვუპასუხე მე.
გაოგნებულმა გამომხედა.
-ნუთუ ვერ ამჩნევ ზაურ? შეხედე იქით შეხედე, მთვარეს ვერ ხედავ?
-კი ვხედავ. ახლად ბიჭობაში შესულს ხასიათი გაუხეშებული მქონდა და ამას ვერ ვთოკავდი, ყველა შემთხვევაში მიჭირდა თუმცა ეკასთან ვცდილობდი მაინც.
-ისე ზაურ დაფიქრდი, იქნებ მზეს და მთვარეს ერთმანეთი უყვართ? უყვართ და დააშორეს. იქნებ მიუსაჯეს რომ ვერასდროს შეეყარონ ერთმანეთს. იქნებ არ აცადეს ერთად ყოფნა. იქნებ დაწყევლეს. იქნებ. იქნებ. იქნებ...
შეჰყურებდა ეკა ხან ერთს ხან მეორეს, თვალები დანაღვლიანებოდა და თითქოს განიცდიდა კიდეც თავისისვე შეთხზული ამბის გმირების ბედს. მიზეზებს თვლიდა და არ იღლებოდა მათზე ფიქრით.
-ისე რა ცუდი იქნებოდა არა ეს რომ სიმართლე იყოს? ეჰ ნეტა არ იყოს. თქვა ეკამ, მე კი ამის მოსმენაზე გამეღიმა.
-რა გაცინებს?
-არაფერი, უბრალოდ არ მგონია მართალი იყოს მსგავსი რამ.
-ჰო, მშვენიერი, არც მე მომწონს ამ ამბის სიცხადის იდეა.
უცებ ეკას ლანდიც გამოჩნდა.
-რა ლანდი ბაბუ?
-ცხენი ბაბუ, ცხენი. ეკამ შეურჩია სახელი. როგორი ლამაზი სახელია არა?
-კი. მერე რა მოხდა?
-მერე წავიყვანეთ ლანდი შინ და წავედით. მშვენიერი ზაფხული იყო. მთაში ვიყავით აბარგულნი. ლანდი ჭკვიანი და ლამაზი ცხენი იყო. მიუყვებოდა თავისისთ გზას მთის პატარა დასახლებისკენ და ჩვენც უკან მივყვებოდით.
-მივაცილე ლანდი და ჩემი ეკა სახლამდე და ჩემი სახლისკენ გავეშურე. გზად ეკაზე ვფიქრობდი, მთვარეზე და მზეზე. წაღან გამეცინა ეკაზე თუმცა ახლა დამენანა მთვარე და მზე. ერთი როგორი ნათელი, მეორე კი როგორი ბნელი. როგორ განსხვავდებიან ერთმანეთისგან თუმცა ერთმანეთის გარეშე როგორ არაფერი არ არის მათი და ჩვენი ცხოვრება. ვფიქრობდი ეკაზე და მეღიმებოდა. რეებზე არ მაფიქრებს ეს გოგო. ან თვითონ რეებზე ფიქრობს. გარეთ კარგად დაბნელებულიყო. ყველა სახლის ფანჯარასთან ჩამქრალიყო ბამბით და ზეთით გაკეთებული ნათურა. მეც დავიძინე თუმცა როგორც ჩანს საკმაოდ გვიანი იყო უკვე.



You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Sep 02, 2022 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

ის (ქართულად)Where stories live. Discover now