როგორც იქნა ბონუს თავიიიი
(იმედია ფიქციას არ გამიფუჭებს, თორემ ანანოს გავატყავებ).
________
თოვდა, ვალენტინობის ღამე იდგა, ბარდნიდა, გზები გადაკეტილი იყო დიდთოვლობის გამო. ჯონგუკი პატარა ბიჭის საწოლზე იყო წამოკოტრიალებული, ფეხები ერთმანეთზე გადაედო და ზღაპარს უკითხავდა ჭირვეულ პაწიას.
-ბიძია როდის მოვაა?-ამოიტირა ბავშვმა, ძალიან ჭირვეულიბდა ამ საღამოს.
-ბიძაშენმა ორივე გადაგვაგდო.-ჯონიც არანაკლებ იყო გაბუტული. მთელი დღის თეჰიონთან გატარება უნდოდა მან კი შეხვედრები დაგეგმა, გაბრაზებულმა გუკმა ჯიმინის ბიძაშვილი დაიტოვა.
-მე ბიძია თე მინდაა,-ცრემლები წამოუვიდა პატარას.
-მეც მინდა, მაგრამ აქ არაა, მოდი ახლა ბიძია გუკს ჩაეხუტე და ტკბილად დავიძინოთ, თეჰიონი კი ხვალ დავსაჯოთ და ბევრი ტკბილეული ვაყიდინოთ.-თვალი ჩაუკრა გუკმა.
-მაგარია.-ბავშვმა ხელი ჩაურტყა მეორე შეთქმულს.
-გავაგრძელო ჯიუტ ჟირაფზე ზღაპარი?
-მინდა.-ჯონმა ხელი გადახვია ბავშვს, გვერდზე მიიკრა, პატარა მის თითებზე თამაშობდა, სანამ არ ჩაეძინა.
ჯონგუკსაც იქვე მიეძინა, თეჰიონი თავს გვიან ღამით წაადგა, დიდი თაიგულითა და უამრავი შოკოლადით.
-გაუშვი ხელი ჩემს ქმარს,-ვითომ ბრაზით უთხრა მძინარე პატარას, ფრთხილად დაუკოცნა დაბუშტული ლოყები ჯერ ბავშვს მერე ჯონგუკს.
-გუუკ, გაიღვიძე.-ფრთხილად მოეფერა ლოყაზე.
-ჰმმ..-ამოიზუზუნა გუკმა, ტუჩები გააწკლაპუნა.
-მიდი რა, გუკ, გაახილე თვალები, ძალიან მომენატრე.
-ამაზე მანამდე გეფიქრა, სანამ ერთი კვირა მიმაგდებდი და ვალენტინობასაც მიაყოლებდი.
-ახლა ოთახში წავიდეთ, გიჟური სექსით დავკავდეთ და მაგაზე მერე მეჩხუბე, ისე მომენატრე მაკანკალებს. მთელი დღეა გული ყელში მაწვება, ლამის გადავბრუნდი და მოვკვდი, ვერ მოვისვენე.
CZYTASZ
ვარდისფერი და მძიმე
Fanfiction🔞 დასრულებული მომბეზრდა.-„ფულის კეთება მობეზრდა?" გაიფიქრა თეჰიონმა, თავისთვის. როგორ შეიძლება ფულის კეთება მოგბეზრდეს და თან ასეთი ღატაკი იყო? თეჰიონს არ ესმოდა.