ქალაქში ისევ ქარი ბობოქრობდა.
ლუკასი და ემა ახლა ქალქის ყველაზე მშვიდი კაფის სტუმრები იყვნენ.
ყავას სვამდნენ და ერთმანეთს ისე ელაპარაკებოდნენ იფიქრებდი თითქოს არაფერი ჰქონდათ გასარკვევიო.- ტაქსით მოხვედი არა?
ლუკასი რაღაცის დაზუსტებას ცდილობდა.
- ჰო, სახლიდან რომ გამოვედი მშვიდი ამინდი იყო არ ვიცოდი თუ ქარი ამოვარდებოდა თორემ მანქანით წამოვიდოდი.
ლუკასი თავს უქნევს ემას და ფანჯრისკენ აპარებს თვალს.
ქუჩაში უმისამართოდ აფრიალებულ მიმოყრილ ფოთლებს გასცქერის.
სიტყვებს ეძებს. არ უნდა რამე არასწორად წამოროშოს.- როგორც ჩანს პახმელიაზე აღარ ხარ.
კითხვას აპარებს ემა და ცდილობს დიალოგი გუშინდელი ღამისკენ წაიყვანოს.
ლუკასსაც ეს უნდოდა.- იმედი მაქვს ყველაფერი გახსოვს ლუკას.
იმედიანი ხმით ამოთქვა და ორივე ხელით დაიჭირა ყავის ჭიქა, ისე თითქოს თითებს ითბოდესო.
- ყველაფერი არა მაგრამ, რაღაც-რაღაცეები - კი.
მზერა ემას გაუსწორა და ღრმად ამოისუნთქა.
- დაგირეკე და გთხოვე მოსულიყავი, შემდეგ გაკოცე, მერე ისევ დალევა დავიწყე.
საუბარი კვლავ განაგრძო.
- ამის შემდეგ არაფერი მახსოვს. როცა გავიღვიძე უკვე ჩემს სახლში ვიყავი.
- მე მიგიყვანე. მთელი სამი საათი იმას ვცილობდი როგორმე მისამართი გეთქვა.
ლუკასი დუმს.
- თქვი ლუკას, ვიცი რომ რაღაცის თქმა გინდა და თავს იკავებ.
- ისევ მეგობრები ვართ?
- ფიქრობ, რომ უფრო მეტი ვართ? თუ უკვე აღარც მეგობრები?
ლუკასი ხმას არ იღებს.
- ვიცი რომ არ მოგწონვარ და ისიც ვიცი, რომ მშვენივრად ხვდები შენს მიმართ რასაც ვგრძნობ, მაგრამ...
YOU ARE READING
გამარჯვება
Randomსაკითხავია, როცა მიზანს მიაღწევენ და ერთმანეთს იარაღს დაუმიზნებენ მაშინ თუ გაიმარჯვებს სიყვარული? იქნებ ეს იყოს ბედის ირონიაც... ვინ იცის... __________________________________________ 🔞 don't read to children 🔞