Part 1

13 1 0
                                    


       ყოველთვის რთულია გააგრძელო ცხოვრება,იმისდა მიუხედავად თუ რა გადაგხდა წარსულში...ეს ყველაფერი 5 წლის წინ დაიწყო როცა მეათე კლასში ვიყავი...

   ერთი წვიმიანი დღე იყო,სკოლაში გაკვეთილზე ვიჯექი,ისტორიის მასწავლებელი რაღაცას ხსნიდა მარა მას არავინ უსმენდა.ყველა თავის ფიქრებში იყო გახვეული,როდესაც ვიღაცამ კარზე დააკაკუნა და შემოაღო.მაშინვე ვიცანი ჩვენი ოჯახის მთავარი მდივანი ბატონი სოკ ჯინი.მას მასწავლებლისთვისაც არაფერი უთქვამს ისე გამიყვანა გაკვეთილიდან,მანქანაში ჩამსვა და სადღაც წამიყვანა.თავიდან ვიფიქრე სახლში მივდიოდით მაგრამ როცა შევამჩნიე რომ სახლის გზას გადავუხვიეთ,სოკჯინს კითხვების დასმა დავუწყე ის ჩუმად იჯდა ბოლოს დანებდა და თქვა:

 -ქალბატონო ჯიეუნ,მე ვერაფერს გეტყვით, როცა ადგილზე მივალთ ყველაფერს თავად გაიგებთ.

    მეც აღარ შევეწინააღმდეგე და ჩუმად ველოდებოდი თუ სად მიმიყვანდა...

მალე ნაცნობ შენობასთან შევჩერდით ეს ხომ ჩვენი კომპანია იყო.შიგნით უხმოდ შევედით,კაცი შვილის ნაკვალევი არ ჩანდა ,თითქოს ყველა აორთქლდა.ლიფტში შევედით და მეთოთხმეტე სართულზე ავედით.იქ მამაჩემის კაბინეტი იმყოფებოდა,მაში შევედით მეგონა მამა დამხვდებოდა მაგრამ შევცდი, ვიღაცა შავებში ჩაცმული კაცი გველოდებოდა,ის ძედმეტად სერიოზული იყო.არ ვიცოდი რახდებოდა სანამ ხმა არ ამოიღო...

 -ქალბატონო ჯიეუნ მე თქვენი ოჯახის პირადი ადვოკატი ვარ,მინდა სამწუხარო ამბავი გადმოგცეთ,თქვენი მშობლები დღეს დილით მანქანაში მკვდრები იპოვეს. ჭრილობები იარაღით იყო მიყენებული,მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.ვიზიარებ თქვენს მწუხარებას...

  ამის გაგებაზე თავზარი დამეცა,ფეხები მეკვეთებოდა,ვგრძნობდი თუ როგორ მეცლებოდა მიწა,მაგრამ ადვოკატმა ისევ გააგრძელა ლაპარაკი

   -მათ თქვენთვის არ უთქვამთ მარა თქვენი მშობლები მთელ აზიაში ნომერ პირველი მაფიოზები იყვნენ,ხოლო მათი სიკვდილის შემდეგ ანდერძის მიხედვით მათი მაფიის დაჯგუფების მემკვიდრე თქვენ ხართ...

   ცუდად ვიყავი,ვიგრძენი თუ როგორ დავეცი და გონება დავკარგე...

ბედის ირონია/Twist of fateWhere stories live. Discover now