გაწვიმდა...
მარიას მართლაც აუსრულდა ნატვრა.
და მართალიც აღმოჩნდა, კოცნას სასტიკად მოუხდა ეს წვიმა.- დავსველდებით, წამოდი მანქანაში მაინც დავსხდეთ.
კასტელს ხელს ავლებს და მანქანისკენ მიათრევს თუმცა კასტელი გოგონას საპირისპიროდ ექაჩება და მისკენ ახლოს იზიდავს.
- დავსველდეთ, არაუშავს...
მარიას ხელი მჭიდროდ ჩაჰკიდა და გზის მოერე მხარეს გადაიყვანა.
- საით?
- აქვე ვცხოვრობ, მანქანაში ყოფნას კი ჩემს სახლში შეპატიჟება ნამდვილად სჯობს.
- იქნებ წინააღმდეგი ვარ?
- ვიცი რომ არ ხარ...
მარია იღიმის და კასტელს მიჰყვება.
ვერონას ახლა ორი შეყვარებული ადამიანის გულისცემა ამშვენებს.
სწრაფი ნაბიჯებით მიიჩქარიან ისინი თითქოს წვიმის გაურბიანო.გაბრიელი უკვე მეათეჯერ აცემინებს ორი წუთის განმავლობაში.
ბუხართან დივანზე წევს და სამი პლედი ერთად აფარია.- მე გაგაფრთხილე, რომ გაცივდები და გარეთ ნუ გახვალმეთქი.
ბრაზობს თაია და გაბრიელი კიდევ ერთხელ აცემინებს.
- ჯანდაბა!
უხეშად ეუბნება მამაკაცს და თერმომეტრს აწვდის.
- სიცხე გაიზომე, წავალ და ჩაის გაგიდუღებ.
- ახლა ზუსტად ლუნას ჰგავხარ.
მიაძახა სამზარეულოსკენ მიმავალს, თაიას კი პასუხი არ დაუბრუნებია თუმცა ჩაეღიმა.
ჩაი გაუდუღა, თეფშზე თბილი ახალად გამომცხვარი ღვეზელებიც დაულაგა და გაუტანა.- ამის გაკეთება როდის მოასწარი?
წამოდგომას ცდილობს გაბრიელი თაია კი აჩერებს და თერმომეტს ართმევს.
- ასე იყავი! სიცხე გაქვს. ჩაი დალიე და ეს ღვეზელებიც მიაყოლე!
გაბრიელს გული უჩქარდება და
თაიას თვალებში შესციცინებს.- წლებია ვნატრობ ამას.
YOU ARE READING
გამარჯვება
Randomსაკითხავია, როცა მიზანს მიაღწევენ და ერთმანეთს იარაღს დაუმიზნებენ მაშინ თუ გაიმარჯვებს სიყვარული? იქნებ ეს იყოს ბედის ირონიაც... ვინ იცის... __________________________________________ 🔞 don't read to children 🔞