დედაჩემი რომ არა , დილაობით ვერ გავიღვიძებდი (ჩემს "მაღვიძარას ". უტკბესი ხმა ჰქონდა ) . ასჯერ მაინც გავიგონე საკუთარი სახელი და , როგორც იქნა , თვალი გავახილე .
პირველად ლურჯად აჭრელებული ფურცელი დავინახე , მერე ძალიან არეული ოთახი . დამძიმებული თავი წამოვწიე და მთელი ღამის ნამუშევარი გადავიკითხე . კმაყოფილი დავრჩი .
მე- ნინა ! ნინა ! -დედას პასუხი არ გაუცია - დედიკო !
დედა - მეძახდი , მინჯი ?! - არ უყვარდა , სახელით რომ მივმართავდი .
მე - ყავას გამიკეთებ ?
დედა - ურიგო არ იქნებოდა , თავად თუ ჩამობრძანდებოდი !ახალგაზრდა ხარ და არაფერი გიჭირს , შენით რომ მოიდუღო .
მე - ანუ არა ?
დედა - დაიცადე , წყალს ვადუღებ !
ხუთ წუთში ნინამ ფინჯნით ხელში შემომაკითხა . საძინებელს თვალი მოავლო და უკმაყოფილება ვერ დამალა :
დედა - ეს ოთახი ისევ დასალაგებელია ?!
მე - როგორც ხედავ , დედაჩემო .
დედა - მე აღარ დაგილაგებ , აწი რაც გინდა , ის გიქნია !
მე - კარგი - ლოყაზე ვაკოცე . - იცოდე ლოგინის ქვეშ გასარეცხი ტანსაცმელი მაქვს შეგდებული - შევახსენე და ჭიქა გამოვართვი .
ნინაჩკამ ბუზღუნი დაიწყო , მაგრამ უკვე აღარ ვუსმენდი . ცალ ხელში ყავითა და მეორეში ფურცლებით , ფანჯრის რაფაზე დავჯექი და მთელი ღამის ნამუშევარს ვკითხულობდი .
" თუ ჩვენს უნივერსიტეტში დამანახებთ გოგოს , რომელსაც პაკ ჩერიონგის გრძელი და ლამაზი ფეხები არ შურს ან დერეფანში მისთვის თვალი ერთხელაც არ გაუყოლებია , გაგიმხელთ ჩემს ვინაობას ( მაგრამ ვიცი , რომ ასეთი არავინაა და უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს ).
პირველად , ჩერიონგი რომ ვნახე , ხელბურთს თამაშობდა და სამი ზომა მკერდი უხტოდა . ალბათ , ამიტომ დამამახსოვრდა და ჩემი უმკერდობის კომპლექსი არაფერ შუაშია .... რომ იძახიან , საჯდომი დაბერილი აქვსო , ტყუილია . უბრალოდ , ვარჯიშობს . ისე,
ვარჯიში არც ჩვენ გვაწყენდა .
ცოტა გამოვიძიე და გავარკვიე , რომ პლასტიკური ოპერაცია არ გაუკეთებია . შენ , მკითხველო , ალბათ , გიკვირს , ამ გოგოს სხვისი სამედიცინო ისტორიის ქექვა ან როგორ არ დაეზარა , ან მასზე ხელი როგორ მიუწვდაო . პირველ შეკითხვაზე დაგცინებ : კარგი , მე გიჟი და მოცლილი ვარ , მაგრამ შენ რაღას ჩასჩერებიხარ ამ ჩემს " გაყვითლებულ " გაზეთს-მეთქი . რაც შეეხება წვდომას ... იმედია , სამხრეთ კორეაში პერსონალურ ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით , რამე რევოლუცია მალე მოხდება ".