17

931 64 38
                                    

თაია განადგურებულიყო. ვერ გაეგო რას კითხულობდა. ნამდვილად ის ეწერა თუ უბრალოდ შეიშალა და ამას წარმოიდგენდა.
სამყაროს მოწყდა.
ვეღარაფერს გრძნობდა, თავში ათასი პასუხგაუცემელი კითხვები უტივტივებდა.
აღარ იყო, აღარც დედამიწაზე, აღარც სამოთხეში და აღარც ჯოჯოხეთში. რაღაც უფრო სხვა, რაღაც უფრო საშინელება იყო იქ სადაც თაია აღმოჩნდა.

მაგრამ, უნდა დაბრუნდრს!
რეალობას უნდა დაუბრუნდეს!
სწორედ ამიტომაცაა გაბრიელი მის გვერდით.
ხომ იცით სიყვარული რა ოხერიცაა?
მტრები არიან, ან იყვნენ და მაინც ყველანაირი უყვარდათ ერთმანეთი.

ახლა ყველაფერი ისე აირევა როგორც არასდროს.

ფარდა აეხადა იმ დაწყევლილ, საუკუნოდ დამალულ სიმართლეს.
იმ რეალობას სადაც თაია ყოველ დღე, ყოველ წამს შურისძიების წყურვილით ცოცხლობდა, ნელ-ნელა ყველაფერი გამოაშკარავდა.

ლუსის დღიურები, ერთადერთი იყო რომელმაც შეძლო ეს...
ლუსის ჩანაწერები...
ეს იყო, ის რასაც გაბრიელი ეძებდა.
ეს იყო ის რაც ახლა თაიას ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
და სწორ დროს ჩაუვარდა კიდეც ხელში.

"... სიყვარული გადაარჩენს სამყაროსო ამბობენ, მაგრამ მე ამის აღარ მჯერა...
პირველად, როცა ჰენრი ვნახე. ჯანდაბა როგორ მიყვარს ამ დღის გახსენება!
პირველივე ნახვისას მივხვდი რომ ის იყო ვისაც მთელი ცხოვრება ვეძებდი.
ისეთი დაბნეული თვალებით მიყურებდა...
ახლა ამას, რომ ვწერ მეტირება რადგან ვიცი, რომ მოგონებების გარდა სხვა მაინც აღარაფერი შემრჩება.
გუშინ ჩემთვის მძიმე დღე იყო...
მშობლების დაკარგვის შემდეგ პირველად ვიგრძენი ასეთი ტკივილი...
ყველაფერს, ყველაფერს დავთმობდი ოღონდ ასე არ მომხდარიყო და არ გამეგო ეს!..."

გამარჯვებაWhere stories live. Discover now