18

828 40 25
                                    

- მაპატიე გაბრიელ! მაპატიე, მაპატიე, მაპატიე, გთხოვ... მაპატიე ეს სითავხედე ამდენი ხნის განმავლობაში!

- დაწყნარდი თაია. ვიცი, ვიცი რომ ყველაფერს სხვა მხრიდან უყურებდი. ნუ ნერვიულობ არაფერი გაქვს საპატიებელი ძვირფასო. მიხარია რომ რეალობას დაუბრუნდი.

- ყველაფერი უნდა მოგიყვე!
მინდა ყველაფერი მოგიყვე. ყველაფერს მოგიყვები და მერე გადაწყვიტე ვარ თუ არა პატიების ღირსი გაბრიელ.

- მინდა ყველა გაურკვევლობა გაქრეს ჩვენს შორის...

იმედის მომცემი ღიმილით უღიმის გაბრიელი თაიას და თაია უკვე მეორედ ამჩნევს გაბრიელის ღიმილის უკან რამხელა სევდაც იმალება.
თვალებში უყურებს და იგივე ტკივილს გრძნობს რასაც თავადვე გრძნობდა მთელი ოთხი წელი...

- რა უნდა მომიყვე თაია?

- ოთხი წლის წინ როცა წახვედით გეძებდი. შენთან დალაპარაკება მინდოდა. ლუნას ნახვა მინდოდა. ვერ ვიჯერებდი, რომ ჰენრიმ...
კარგი, ჯანდაბა!
არ მინდოდა ამის დაჯერება და მჯეროდა, რომ გაურკვევლობას ჰქონდა ადგილი. მაგრამ ყველაფერი ისე აეწყო რომ...
ისე გაუჩნარდით სიტყვაც კი არ გითქვამთ.
ამას ჯენის ნაამბობიც ემატება.

- რას გულისხმობ? რა თქვა ჯენმა?

- ჰენრის და ლუსის საუბარს მოკრა ყური. ჰენრი ემუქრებოდა ჩემს დას მოგკლავ, ვერ დამშორდები და სხვა მამაკაცთან ვერ იცხოვრებო.
მეგონა ჩემს დას მართლა უნდოდა დაშორება და ჰენრი არ აძლევდა ამის საშუალებას.

- თაია...

- დამასრულებინე გაბრიელ.

- მოიცა. თქვი, რომ ჩემი ნახვა გინდოდა მაგრამ მე თქვენთან ვიყავი მოსული ყველაფრის გასარკვევად. არ გავქცეულვარ. მოვედი, მაგრამ დავაგვიანე.

გაბრიელი გაჩუმდა.
თაიას ზურგი აქცია და სახეზე ხელები აიფარა.
ის დღე გაახსენდა ჰენრი სისხლში ამოსვრილი რომ ნახა.
ის წყეული კადრები დაუდგა თვალწინ მისი ძმის სხეული იატაკზე რომ ეგდო.
გაახსენდა მისი ძმის გვამს მიწა როგორ დააყარა გულზე.
ტკივილები უახლდებოდა.

გამარჯვებაWhere stories live. Discover now