მზიანი დილა გათენდა იმ დღეს, მაგრამ სტორმიმ რომ გაიღვიძა უკვე შუადღე იყო. პაემანზე მიდიოდა, წესით გაღვიძებისთანავე ბედნიერი უნდა წამომხტარიყო საწოლიდან და მომზადება დაეწყო, მაგრამ ბალიშიდან თავიც კი ვერ ასწია მოღუშულმა.
მას და იუნგის ურთიერთობის წლისთავი ჰქონდათ, მაგრამ გოგო ბედნიერი სულაც არ ჩანდა. მას შემდეგ რაც ერთი თვის წინ ჩანი მეგობრებთან ერთად სეირნობისას გაიცნო, იუნგის გვერდით ყოფნისას თავი იგივენაირად აღარასდროს უგრძვნია. ხომ იცით Joji-ს სიმღერა Glimpse of us? სტრომი თავს ისე გრძნობდა თითქოს ეს სიმღერა ახლა ზუსტად აღწერდა მის მდგომარეობას.
იუნგი შესანიშნავი ბიჭია: თავაზიანი, კეთილი, თბილი, ჯელტმენი, მოსიყვარულე, რომანტიკოსი... მოკლედ! იდეალური, მაგრამ როცა სტორმი მის გვერდითაა ვერაფრით წყვეტს ფიქრს ჩანზე, რადგან როცა იუნგი ეხება მაშინვე ის დღე ახსენდება როცა ჩანი პირველად შეეხო, როცა იუნგის უყურებს იმაზე ფიქრობს თუ სად არის იმ წამს ჩანი და რას აკეთებს.
იუნგი მართლა კარგია, ყველანაირად იდეალური, მაგრამ სტორმი ხვდება, რომ მას ბანგ ჩანთან სურს ყოფნა და არა მინ იუნგისთან.
გოგონა გაღვიძებიდან ერთ საათში დგება ფეხზე და უღიმღამოდ 'მიხოხავს' აბაზანისაკენ. თავის მოწესრიგების შემდეგ ოთახიდან, რომ გადის სახლში ახლად შესულ მამამისს ხედავს.
- სტორმი ჰარის სად მიდიხარ ასე გამოწყობილი? - ცოტა არ იყოს და მკაცრად კითხულობს კაცი, როცა შვილს უყურებს და გამოპრანჭულს ხედავს.
- პაემანზე, - უხალისოდ ამოთქვამს გოგო.
- რას ქვია პაემანზე?! ვისთან ერთად? - წარბებს კრავს კაცი.
- რა გჭირს კუსკუს იუნგისთან ერთად, - თალებს ატრიალებს სტორმი.
- ბიუნგი ვინ არის გოგო!
- კარგი რა მამა! ერთი წელია უკვე შეყვარებულები ვართ, რით ვერ დაიმახსოვრე...
YOU ARE READING
Boyfriend Or...✓
Short Storyგაფრთხილება: გამოყენებულია უწმაწური სიტყვები. One shot♡ ~2022.10.26~