20

665 24 17
                                    

სიმართლეს შეჯახებული უმცროსი ლიონი ნელი ნაბიჯებით მიიწევდა ლიონების ბნელი სახლის შესასვლელისკენ და თავის შფოთვებს საწყლად, მარტოსულად ებრძოდა.
ეშინოდა!
დიახ მეგობრებო, მას ეშინოდა და მე ამას მის მზერაში ვხედავდი.
სიკვდილამდე ეშინოდა!
მის თვალებში თამამად ამოიკითხებოდა შემდეგი ფრაზა: ,,არაფერი გამოგივა! ისევ ხელმოცარული დარჩები! ყველამ გამოგიყენა, საცოდავი ხარ!"

გრძნობდა, ისევ შეტევა დაეწყებოდა.
უკვე კართან იდგა და ძალების მოკრებას ცდილობდა მაგრამ, არა! ხელი, რომლითაც კარის სახელური უნდა ჩამოეწია თითქოს პარალიზებული ჰქონდა.
სუნთქვა გაუხშირდა.
აცნობიერებდა, რომ თუ ვინმეს არ იპოვიდა ვინც ახლა დაეხმარებოდა კარგი არაფერი დაემართებოდა.
მე და თქვენ, ჩვენ ხომ კარგად ვიცით ახლა ვინც სჭირდებოდა უმცროს ქალიშვილს? რა თქმა უნდა ლუკასი.
ლუკასი იყო ის ვისაც ახლა შეეძლო გოგონა ჯოჯოხეთიდან სამოთხეში დაებრუნებინა.
დიახ, ჩვენ ვიცით ეს და არა მარტო ჩვენ, არამედ ჯენმაც მშვენივრად იცოდა...

ცრემლების მოწმენდა სცადა, თუმცა ხელები ჯოჯოხეთურად უკანკალებდა.
მეტი აღარ შეეძლო.
გული იმდენად სტკიოდა სადაცაა გონებას დაკარგავდა.
ადგილზე ჩაიკეცა, სუნთქვა ისევ არაამქვყნიურად უჭირდა. თვალებიც უბნელდებოდა, ხედვა უფრო და უფრო ჭირდა.
თუმცა საკმაოდ კარგად ესმოდა.
ესმოდა ყველაფერი, მაგრამ არა აწმყოდან. ეს ხმები წარსულიდან იყო. იარაღის გასროლის ხმა გაიგო, ამას მოჰყვა ლუსიზ გამწარებული ყვირილი, რომელიც ამბობდა ჰენრი ნუ დამტოვებ, არ წახვიდეო...
ყურებზე ხელს იჭერდა და ცდილობდა აღარაფერი გაეგო...

როგორც იქნა, დიდებულმა ღმერთმა შეამჩნია გოგონას გასაჭირი და მას თავისი ანგელოზი გაუგზავნა.
პატარა ქალბატონმა მხრებზე ვიღაცის შეხება იგრძნო, რასაც ყურადღება არ მიაქცია.
შემდეგ იგრძნო სურნელი რამაც წარსულიდან მოსული ხმები შეაჩერა.
თვალის გახელა არ უფიქრია.
ნელ-ნელა სუნთქვა მწყობრში უდგებოდა.

გამარჯვებაWhere stories live. Discover now