1

92 12 13
                                    

- ქალბატონო ჩოი... - ექიმი ნერვიულად ათამაშებდა კალამს ხელში, და თან ანალიზის პასუხს უყურებდა. - არ ვიცი ეს როგორ გითხრათ.

- რაიმე სერიოზულია ექიმო? - ინტერესიანი თვალები მიანათა ექიმს გოგონამ.

- ძვირფასო, შენ მეოთხე სტადიის სიმსივნე გაქვს, ტვინზე. - ექიმს თვალები აუწყლიანდა. არ იყო ადვილი, თვრამეტი წლის გოგონასთვის ეთქვა, რომ რამოდენიმე კვირაში მოკვდებოდა. - განკურნება შეუძლებელია, ამიტომ ეცადეთ, რომ დრო, რაც შეიძლება კარგად გამოიყენოთ.

- მეხუმრებით? ახლა თქვენ ამბობთ რომ შეიძლება ხვალ მკვდარი ვიყო? - სენამ ტირილი დაიწყო.

- სენა, ეს სახუმარო თემა არაა! ხვალ არ მოკვდები, არც ზეგ და ასე შემდეგ. დაახლოებით სამი თვის სიცოცხლე დაგრჩა, თუ გაგიმართლა ოთხის. - ექიმმა გოგოს სახის ყურება ვეღარ შეძლო, და კაბინეტი დატოვა.

- არა შეუძლებელია. მე დედა მყავს, კატა რომლიც ჩემს გარეშე ვერ იძინებს, ძმა და მეგობრები. ასე ადვილად ვერ მოვკვდები! ჯერ სკოლაც არ დამიმთავრებია! - ჩურჩულიდან, ყვირილზე გადავიდა. ოთახში ექთნები შემოცვივდნენ.

***

სენა, თვრამეტი წლის გოგონაა.
ჯერ სკოლაში სწავლობს და ძალიან უნდა, რომ დიზაინერი გახდეს. სენას, ბავშოვობიდან მოსწონდა ესკიზების ხატვა, ამის გამო კი, მისი ძმა იონჯუნი, კოკოს ეძახდა.

სენა, ითევონის ქუჩაზე ცხოვრობს,
მყუდრო სახლი აქვთ. მამამისს არ იცნობს. როგორც იცის, მის დაბადებამდე გარდაიცვალა.

ვერ ვიტყვი, რომ სკოლაში კარგად სწავლობს, მაგრამ თავის მაქსიმუმს აკეთებს.

ძალიან ბევრი მეგობარი ყავს. უმეტესად კი მისი ძმის მეგობრებთანაა კარგად.

სენა არაა ისეთი გოგო, რომელიც სულ წიგნებზე ზის, და მისი აიქიუ ზედმეტად მაღალია, და არც ისეთი გოგოა რომელიც ბევრ მაკიაჟს ატარებენ და ბიჭებს დასდევენ.

TRAGIC DREAM [KANG TAEHYUN]Where stories live. Discover now