~¤~
ფენოტიპი და გენოტიპი_
ისინი მჭიდრო კავშირში არიან ერთმანეთთან, მაგრამ შესაძლოა ერთნაირი ფენოტიპის მქონე არსებებს, განსხვავებული გენოტიპი ჰქონდეთ და პირიქით.
სამყაროში, სადაც მკაფიოდ არის განცალკევებული რანგები, მათ კიდევ აქვთ ქვერანგები. ფენოტიპიტურად არსებობს მხოლოდ ალფა, ომეგა, ბეტა, მაგრამ გენოტიპურად ისინი კიდევ იყოფიან რეცესიულ და დომინანტურ ჯგუფებად.
არსებობს დომინანტი ალფა და არსებობს რეცესიული ალფა.
დომინანტი ალფა_ გამოიმუშავებს ფერომონების ჭარბ რაოდენობას და მათი სიძლიერე რეცესიულ ალფასთან შედარებით ათჯერ დიდია. ფერომონების სიძლიერე უფრო მეტად იზრდება ცხელების დროს.
რეცესიული ალფა_ მხოლოდ ცხელების დროს შეუძლია ფერომონების გამოყოფა, როცა დასაწყვილებლად პარტნიორს ეძებს.
მათი ცხელება დომინანტ ალფებთან შედარებით იშვიათია.
თუ დომინანტ ალფას ცხელება აქვს ყოველ სამ თვეში(გამონაკლისი შემთხვევაა მეწყვილის პოვნა. ცხელების სიხშირე ერთ თვემდე მცირდება და ნიშნის დადების გარეშე, სწორედ ასე იგებენ რომ შესაბამისი მეწყვილე იპოვეს) რეცესიულ ალფას წელიწადში მხოლოდ ორჯერ აქვს, შეიძლება ერთხელაც ჰქონდეს.
საყურადსაღებოა რომ დომინანტ ალფას, ყოველთვის შეუძლია გაანაყოფიეროს კვერცხუჯრედი. რეცესიულ ალფას კი მხოლოდ ცხელების დროს.რაც შეეხება ომეგას, ისევე როგორც ალფას მასაც აქვს გენოტიპები.
დომინანტური გენოტიპის მქონე ომეგა_ფერომონების გამოყოფის გარეშე დასდევს ყველაზე მომნუსხველი სურნელება. ფერომონების გამოყოფით კი ამ სურნელების სიმძაფრე ორჯერ იზრდება, დენის დროს ხუთჯერ.
დომინანტური ომეგა მეტად სასურველია ყველა ალფასთვის.
კვლევებმა აჩვენა, რომ დომინანტური გენები ომეგაში უფრო მეტ ენერგიას მოითხოვს, ვიდრე ალფაში, რადგან ფერომონების მუშაობა უფრო ინტენსიურია. ამიტომ როგორც კი რანგი მიენიჭება ომეგას, ისინი სპეციალურ მომზადებას გადიან, რათა შეძლონ ფერომონების კონტროლი.
ისევე როგორც დომინანტი ალფა, დომინანტ ომეგას ნებისმიერ დროს აქვს განაყოფოერების უნარი.
რეცესიული ომეგა_ გამოირჩევა პასიურობით. მას მხოლოდ დენის დროს აქვს სურნელი და დენამდე ხშირად ვერ გაარჩევთ ბეტასგან.
განაყოფიერების უნარი ფაქტიურად არ აქვს.
შენიშვნა: რეცესიულ ომეგას დეენემს შეუძლია განიცადოს გენური მუტაცია და იქცეს დომინანტურ გენად. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ ნიშანს დაადებს ალფა პარტნიორს. რაც თავის მხრივ უიშვიათესი შემთხვევაა.
YOU ARE READING
¤mark on the ear¤
Fanfictionფენოტიპი და გენოტიპი_ ისინი მჭიდრო კავშირში არიან ერთმანეთთან, მაგრამ შესაძლოა ერთნაირი ფენოტიპის მქონე არსებებს, განსხვავებული გენოტიპი ჰქონდეთ და პირიქით. სამყაროში, სადაც მკაფიოდ არის განცალკევებული რანგები, მათ კიდევ აქვთ ქვერანგები. ფენოტიპიტურ...