- მოგისმენ? არა მარტო მოგისმენ, არამედ დაგიჯერებ კიდეც ალექს! მე შენ უკვე გენდე, ბოლომდე უნდა გენდო! თვალებში მიყურე და ყველაფერი ისე მომიყევი!
ალექსი შიგნიდან იმსხვრეოდა.
საკუთარ თავს ვერ პატიობდა თავის წარსულს.
ისევ მუხლებით ეცემა იატაკზე და ისევ ცრემლებით ევსება თვალები.ალბათ გაინტერესებთ საიდან და როგორ გაიგო მარიამ ამ ყველფრის შესახებ.
გეტყვით, მანამდე კი ჭიქა წყალს დავლევ რადგან შუაღამის სამი საათია და იმისთვის, რომ შუა წერაში არ ჩამეძინოს წყალი მჭირდება გამოსაფხიზლებლად.და ჩემს მსგავასად, მარიასაც შუაღამით გამოეღვიძა მაშინ როცა კასტელთან ღამე გაატარა. მარიასაც წყურვილი აწუხებდა.
საწოლიდან ფრთხილად გადმოვიდა ისე, რომ მის გვერდით მყოფი ალექსი არ გაეღვიძებინა.სამზარეულოდან გამოსული ისევ ოთახში აპირებდა ასვლას, მაგრამ გოგონა ინტერესმა ზედმეტად შეიპყრო.
გაახსენდა იმ ნახატის შესახებ რისი დახატვაც კასტელმა სკოტის სახლში დაიწყო და გოგონას გამოუცხადა, რომ მოკრძალებულ ქალბატონს ხატავდა.
ინტრიგით შეპყრობილმა გოგონამ ნელი ნაბიჯებით გასწია კასტელის კაბინეტისკენ.
იქ შესვლის წამიდან ცუდი აურა იგრძნო, რასაც ნამდვილად არ მიაქცია ყურადღება.
ოთახში სინათლე აანთო, ის იყო ნახატისკენ გადადგა ნაბიჯი რომ ოთახის ერთ-ერთ კედელზე გაკრულმა სხვადასხვა ადამიანების ფოტოებმა მიიქცია ყურადღება.
მათგან მარიასთვის არეცრთი არ იყო უცნობი.
კედელს ზედმეტად ფრთხილი ნაბიჯებით მიუახლოვდა და უფრო დაკვირვებით შეხედა.
შემდეგ მამაკაცის ნივთებში დაიწყო ქექვა.
იმდენხანს ეძება სანამ ყველაფერი არ ამოქექა.
საბოლოოდ უნდა ენახა ის ნახატი რისი ნახვის სურვილიც უკვე გამქრალი ჰქონდა და უკვე ფეხებზე ეკიდა კასტელის მოკრძალებული ქალბატონი, რომელიც მოგვიანებით თავად აღმოჩნდა.
თეთრი ზეწარი უმოწყალოდ ისროლა იატაკზე და საკუთარ პორტრეტს დამსხვრეული მზერით დიდხანს უყურა.
თავლწინ დაუდგა ყოველა ის მომენტი რაც ალექსთან ჰქონია გატარებული.
ტირილი ისე უნდოდა როგორც არასდროს.
მე არ ვიცი რას გრძნობდა, მაგრამ ვხედავდი რომ განადგურებული იყო.
ნახატი, რომელიც მის წინ იდო ამტკიცებდა, რომ ალექსს მარია უკიდეგანოდ უყვარდა, დანარჩენი ფაქტები კი რაც მარიას ირგვლივ იყო, საპირისპიროს ამტკიცებდნენ.
YOU ARE READING
გამარჯვება
Randomსაკითხავია, როცა მიზანს მიაღწევენ და ერთმანეთს იარაღს დაუმიზნებენ მაშინ თუ გაიმარჯვებს სიყვარული? იქნებ ეს იყოს ბედის ირონიაც... ვინ იცის... __________________________________________ 🔞 don't read to children 🔞