⚠️ გაფრთხილება ⚠️
თქვენს წინაშეა ფიქციის ყველაზე დიდი თავი, რომელიც შეიცავს 5000-მდე სიტყვას.
ავტორის თხოვნაა, ნუ დაიზარებთ ბოლომდე წაკითხვას რადგან უკანასკნელი თავია.
________________________________ლუნას გული ახლა ისე ცემდა თითქოს ბოლო დღეს ატარებდეს ამ სამყაროში და ხვალ აღარ იარსებებდესო.
გამწარებული იყო.
აქამდე ეგონა ის იყო სიმართლე რასაც სხვები ამბობდნენ, ახლა კი შვილის წინაშე თავს დამნაშავედ გრძნობს.- მაპატიე შვილო, რომ არ ვიყავი საკმარისად კარგი დედა შენთვის. მაპატიე, რომ სიკვდილის უფლება მოგეცი, ეს არ ვიკმარე და სხვების ცილისწამებას დავუჯერე. მაპატიე, რომ ცუდი დედა ვიყავი.
მაპატიე რომ ის დედა გამოვდექი, რომელსაც არ სჯეროდა თავისი აღზრდილი შვილის..ხმადაბლა ჩურჩულებს შვილის საფლავთან და ცრემლიან თვალებს კიდევ მესამეჯერ იწმენდს.
- დაისჯება ის ვინც ასე დაუდევრად მოგექცა. გპირდები არ მივცემ საშუალებას ბედნიერად იცხოვროს.
კიდევ ერთხელ იწმენდს ცრემლებს, შემდეგ ფეხზე დგება და ლუსისკენ ბრუნდება.
- აქ მარტო მოხვედი?
- არა, გაბრიელს ვთხოვე მოვეყვანე. მანქანში მელოდება.
ლუნა თავს აქნევს, თავისი მანქანისკენ ბრუნდება წასვლამდე კი ქალიშვილს მიმართავს.
- მიხარია, რომ სიმართლე გავიგე.
უფროს ქალბატონს გული უმძიმდება, მაგრამ არ იმჩნევს. ლუსის ისევ უღიმის და იქაურობას შორდება.
ზუსად იცის რასაც გააკეთებს, ზუსტად იცის სადაც წავა.
ლუსიც მშვენივრად ხვდება, რომ ლუნამ კარგი არაფერი განიზრახა და მის შეჩერებას ცდილობს.- რას აპირებ, ლუნა?
ჩქარი ნაბიჯებით დაეწია ქალს და სანამ მანქანაში ჩაჯდებოდა წინ გადაეღობა.
YOU ARE READING
გამარჯვება
Randomსაკითხავია, როცა მიზანს მიაღწევენ და ერთმანეთს იარაღს დაუმიზნებენ მაშინ თუ გაიმარჯვებს სიყვარული? იქნებ ეს იყოს ბედის ირონიაც... ვინ იცის... __________________________________________ 🔞 don't read to children 🔞